ის რაც ჯერ არ ვიცით: რას მალავს ინტერნეტის ბნელი მხარე

© courtesy of Kaspersky Labმამაკაცი კომპიუტერთან
მამაკაცი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თქვენ ყოველ დღე შედიხართ ინტერნეტში, იღებთ ინფორმაციას, ეცნობით ახალ ამბებს, ეკონტაქტებით მეგობრებს მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ რა იმალება მის მიღმა, ინტერნეტის მეორე ზედაპირზე?

დღე არ გავა ისე, რომ ინტერნეტში ერთხელ მაინც არ შევიჭყიტოთ, ბევრისთვის მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელიც არის. თუმცა ცოტამ თუ იცის რამდენად მაშტაბური და დიდი შეიძლება იყოს ინტერნეტ სამყარო. სინამდვილეში ჩვენ მხოლოდ მის 5%-ს ვიყენებთ. დანარჩენი ნაწილი კი იმდენად იდუმალია, რომ მასში მოხვედრა ყველას არ შეუძლია.

ინტერნეტი ძირითადად სამი ფენისგან შედგება:

· ინტერნეტის ზედაპირი - ინტერნეტის ამ ნაწილს ყველაზე კარგად ვიცნობთ. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენს ძირითად დროს ვატარებთ. სადაც ვწერთ მეგობრებს, ვაგზავნით იმეილებს, ვეძებთ სხვადასხვა საიტებს და ასე შემდეგ.

· Deep Web - ანუ ღრმა ინტერნეტი -  ე.წ ღრმა ინტერნეტს შედარებით რთული განმარტება აქვს, მაგრამ შევეცდები მარტივად ავხსნა. ინტერნეტის ეს ნაწილი მოიცავს, პირად მესიჯებს, იმეილებს ანდა ქლაუდ აპლიკაციებს რომლებსაც ინფორმაციის შესანახად ვიყენებთ. მოკლედ რომ ვთქვათ ღრმა ინტერნეტი არის ადგილი სადაც ვერც ერთი საძიებო სისტემით ვერ მოხვდებით და გჭირდებათ სპეციალური მოსაწვევი ლინკი.

ვირტუალური რეალობა - Sputnik საქართველო
ვირტუალური რეალობა თუ რეალური სამყარო: VR ტექნოლოგიების ახალი ეპოქა

· Dark Web - ანუ ინტერნეტის ბნელი მხარე - ეს ფენა ინტერნეტის ყველაზე ღრმა და საინტერესო ნაწილია. იგი ყველანაირ კონტროლს და ცენზურას არის მოკლებული და ამავდროულად მისი ყველა მომხმარებლის ანონიმურობა სრულიად დაცულია. აქ მოხვედრა კი ჩვენთვის ნაცნობი  ინტერნეტ ბროუზერებით, როგორებიცაა Google, Opera, Mozilla firefox და ასე შემდეგ უბრალოდ შეუძლებელია და სპეციალურ პროგრამას საჭიროებს.

წარმოგიდგენიათ რამხელა თავისუფლებაა, როცა ხალხის გარკვეული ნაწილისთვის შენი აზრის გაზიარება ყველანაირი ცენზურის გარეშე შეგიძლია. რამდენადაც მაცდურად  ჟღერდეს ეს სიტყვები იმდენადვე საშიშია. უკონტროლო და ანონიმური ხალხის მასა ამ შესაძლებლობებს ხშირად ბოროტი მიზნებისთვის იყენებს.  

ინტერნეტის ამ მხარეს მრავლად შეხვდებით ონლაინ ნარკო დილერებს, ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღების მაღაზიებს, დაქირავებულ ჰაკერებს, ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც Dark Webში შექმნილი ფორუმების მეშვეობით ირჩევენ ახალწვეულებს, დაქირავებულ მკვლელებს, ყალბი დოკუმენტების დამამზადებლებს, ისეთი აკრძალული კონტენტის ვიდეოებს როგორიც არის პედოფილია, ზოოფილია და ნეკროფილიაც კი.

ტექნიკა იმდენად დაიხვეწა, რომ კრიმინალებმა და მოძალადეებმა ქალაქის ბნელი კუთხეებიდან ინტერნეტის ბნელ მხარეს გადაინაცვლეს და თავისი საქმიანობა იქ განაგრძეს.

სრული ანონიმურობის შეგრძნება ხშირად ადამიანებს თავისი ყველაზე ბოროტი და ბნელი აზრების გამოაშკარავების საშუალებასაც აძლევს. სწორედ ეს ხდის Dark Web-ს საშიშს და სწორედ ამიტომ არის იქაურობა სავსე ამგვარი პროდუქციით.

Кабинет в школе. Пустые парты в классе - Sputnik საქართველო
შვილების აზრი მშობლებისთვის: რატომ არ გვიყვარს სკოლა

ინტერნეტის ამ მხარეში ყველაზე ცნობილი ნარკოტიკების მაღაზია Silkroad ანუ აბრეშუმის გზა გახლავთ. ვებ-გვერდი თავისი ვიზუალით ჩვეულებრივ ინტერნეტ მაღაზიებს მოგაგონებთ, მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ ლინკი, შეხვიდეთ და დაათვალიეროთ პროდუქცია ზუსტად ისე, როგორც ფეხსაცმლებს ათვალიერებთ გამოწერის წინ. აქ ვაჭრობა მხოლოდ კრიპტოვალუტით - ბიტკოინებით ხდება, რადგან როგორც ამბობენ სხვა ვალუტებისგან განსხვავებით ბიტკოინებით გადახდისას მყიდველი ბოლომდე ინარჩუნებს ანონიმურობას.

ასეთი მარტივიც არ არის Dark Net-ში „შოპინგი“. აქ რამდენიმე სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით. პირველი ის არის, რომ ასეთი პროდუქტის დათვალიერება არა, მაგრამ ყიდვის მცდელობაც კი დასჯადია. ამასთან ერთად მაღაზიების უმეტესობა ყალბია და სინამდვილეში არაფერსაც არ ყიდიან, ისინი უბრალოდ თქვენს ფულს და მონაცემებს მოიპარავენ და გაქრებიან. მესამე და ყველაზე საგულისხმო პრობლემა კი აქ ჰაკერები არიან, რომლებსაც შეუძიათ თქვენი და თქვენი ოჯახის პირადი ინფორმაცია უმარტივესად მოიპარონ, სერიოზული თავდაცვის გარეშე Dark Web-ის საიტებში უბრალოდ ძრომიალიც კი საშიშია.

ახალგაზრდები ქალაქის ფინზე - Sputnik საქართველო
ქურდული სამყაროს აჩრდილები: რატომ იზიდავთ მოზარდებს კრიმინალური ცხოვრება

მეორე მხრივ, ანონიმურობის შეგრძნება თავისუფლებას აღვიძებს ადამიანში და მათ მარტივად შეუძლიათ ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე. აქ მრავალი ფორუმი მოიძებნება, რომელიც ფოკუსირდება მენტალური დაავადებების მქონე ან სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანების გამოჯანმრთელებისკენ.

ერთი პრობლემის ქვეშ გაერთიანებული ადამიანები ანონიმურობის ხარჯზე ბოლომდე იხსნებიან ერთმანეთთან იმის გარანტიით, რომ არავინ დასცინებს ან გაკიცხავს თავისი პრობლემის გამო.

ინტერნეტის ეს მხარე შრეებით არის გამოყოფილი და სინამდვილეში იქ მოხვედრა  არც თუ ისე რთულია. ამისთვის სპეციალურ ბროუზერს - Tor-ს ანუ The Onion Routers-ს იყენებენ, რომლის გადმოწერაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ეს ბროუზერი გეხმარებათ Dark Net-ის საწყის შრეზე მოხვდეთ სადაც მხოლოდ რამდენიმე ცნობილ ვებ-გვერდზე მიგიწვდებათ ხელი, მათ შორის არის Facebook-ის ანონიმური ვერისა, CIA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი და სხვადასხვა ფორუმები.

როლური თამაშები - Sputnik საქართველო
ლისზე გაცოცხლებული ფანტაზიები: თუ რაინდად, პრინცესად ან მაგად გადაქცევა გსურთ...

ბნელი მხარის სიღრმეებში შესასვლელად უკვე კონტაქტების და ნდობის მოპოვება გჭირდებათ, რათა მოახერხოთ და შეიძინოთ სხვადასხვა ვებ საიტების ლინკები.

Tor-ი  ამერიკული საზღვაო კვლევების ლაბორატორიაში შეიქმნა. მისი მიზანი ინტერნეტის მომხმარებლების პირადი სივრცის მაქსიმალური დაცვა იყო. ამ პროგრამას ძირითადად ამერიკული საზღვაო დანაყოფები იყენებდნენ ერთმანეთთან უსაფრთხო კონტაქტისას, ხოლო საზოგადოებისთვის ეს ბროუზერი 2003 წელს გახდა ხელმისაწვდომი.

ეს ბროუზერი თავის მხრივ ლეგალურია. მას ხშირად იყენებენ ავტორიტარულ ქვეყნებში მოღვაწე ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ცენზურისგან თავის ასარიდებლად. ასეთი მოღვაწეებისათვის ძალიან რთულია თავისუფლად მუშაობა და ბევრად უფრო რთულია საჭირო მასალის მოპოვება, რადგან მათ ქვეყნებში ბევრი შეზღუდვა არსებობს.

და მაინც რა არის ინტერნეტის ბნელი მხარე? აწ უკვე კრიმინალების მთავარი შემოსავლის წყარო თუ პირადი სივრცის დაცვის კარგი მექანიზმი? მე თუ მკითხავთ ეს ადგილი მსოფლიო საზოგადოების ნამდვილი სარკეა, გამომდინარე იქიდან, რომ იქ არ არსებობს წესები და კონტროლი. Dark Net-ი დამოკიდებულია მხოლოდ მორალზე, მომხმარებლის საქციელი კი იმაზე თუ რა გასაქანს მოგვცემს მორალი. ახლა წარმოიდგინეთ რა იქნებოდა მსოფლიოს რომელიმე ქვეყანა წესები რომ არ მოქმედებდეს? ზუსტადაც! ერთი ბნელი მხარე!

 

ყველა ახალი ამბავი
0