Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძემ მამის ახალგაზრდობის ფოტო გამოაქვეყნა – რომელი ვაჟი ჰგავს დიზაინერის მამას?

© courtesy of Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა დიზაინერმა მამის ახალგაზრდობის ძველი სურათი გამოაქვეყნა. ანუკი არეშიძის მამას მისი ერთ-ერთი ვაჟი ძალიან ჰგავს. რომელ ვაჟს ამსგავსებთ ყოფილი მოდელის მამას?

ანუკი არეშიძე უსიმპათიურესი ვაჟების სურათების გაზიარებას არ წყვეტს. საზოგადოებას ბავშვების გართობა-მოგზაურობის ფოტო-ვიდეოებს აქტიურად უზიარებს. მის ობიექტივში ვაჟები ყველაზე საყვარელ ვითარებაში ხვდებიან. დიზაინერი ნიკოლა კალაძეს სიტყვების წარმოთქმაშიც ავარჯიშებს. პატარა ბიჭუნამ პირველი სიტყვები დედის დახმარებით თქვა. ნიკოლა კალაძე საფრანგეთში დაიბადა. ანუკი არეშიძემ ვაჟი 2018 წლის სექტემბერში გააჩინა. წყვილი შვილის სახეს დიდი ხნის მანძილზე მალავდა. პოპულარულმა მშობლებმა საზოგადოებას ნიკოლა კალაძე გაქრისტიანების შემდეგ აჩვენეს.

ანუკი არეშიძეს და კახა კალაძეს ოთხი ვაჟი ჰყავთ. მშობლები უსიმპათიურეს შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ და ულამაზეს სურათებს აქვეყნებენ. წყვილის უფროსი ვაჟი 12 წლისაა, მეორე შვილი კახაბერი 8 წლის გახდა, ხოლო ვაჩე კალაძე მალე 6 წლის გახდება. ბიჭები დედას ძალიან ჰგვანან. ამას ანუკი არეშიძის „ფოლოვერები“ ხშირად აღნიშნავენ. ანუკი არეშიძე საზოგადოებას მხიარულ ვიდეოებსა და ფოტოებს უზიარებს. კახა კალაძე კი საკუთარ გვერდზე უფრო ვიდეობს აქვეყნებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თუმცა ოთხ ვაჟთან ერთად გადაღებული მიმზიდველი კადრების გაზიარებასაც არ წყვეტს. ოჯახი ქალაქში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე ერთად ხშირად ჩნდება.

ანუკი არეშიძის მამას კალაძეების ერთ-ერთი ვაჟი განსაკუთრებულად ჰგავს. უფროსი ბიჭი ლევან კალაძე ბაბუის ასლია. ის დედასაც ძალიან ჰგავს და აშკარაა, რომ დიზაინერის შვილებს დედის გენი გამოჰყვათ. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა, ბოლო – ნიკოლა პარიზში დაიბადა.

 

ყველა ახალი ამბავი
0