ბათუმელი მამაკაცი სახელმწიფოს კარანტინისთვის საკუთარ სახლს სთავაზობს

გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა. მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ვირუსით 120 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ბათუმელი ნოდარ ცინცაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ცინცაძე წერს, რომ მზად არის კარანტინისთვის მოქალაქეებს საკუთარი ფართი შესთავაზოს.

როგორც ბათუმში მცხოვრები წერს, მიუხედავად იმისა, რომ სახლში მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, 14 მარტისთვის მზად ექნება 45 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც ახლა არემონტებს.

112 - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 15 მარტისთვის

ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ს აღწევს და ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა არ მოხდეს ვირუსის მასობრივი გავრცელება. ძირითადი აქცენტი თავად მოსახლეობის მობილიზაციაზე გადადის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა. მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ვირუსით 120 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

ყველა ახალი ამბავი
0