ფონდი „ქართუ" მზადაა, კორონავირუსთან ბრძოლაში ფინანსური წვლილი შეიტანოს

© Sputnik / Alex Shlamovთბილისში
თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილის ფონდი აცხადებს, რომ მზადაა, გამოყოს იმდენი თანხა, რამდენიც საჭიროა, რათა ქვეყანაში კორონავირუსის დარტყმა შემცირდეს.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქველმოქმედო ფონდი „ქართუ", რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, მზადაა, კორონავირუსთან საბრძოლველად სახელმწიფოს აუცილებელი ფინანსური საშუალებები გამოუყოს, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" განცხადებაში.

საქართველოში 13 მარტისთვის კორონავირუსი 25 ადამიანს დაუდგინდა. მოსალოდნელია ამ რაოდენობის ზრდა.

TBC bank-ის ბანკომატი - Sputnik საქართველო
მომხმარებელს სესხის შენატანზე საშეღავათო პერიოდს „თიბისი" და „ლიბერთიც" სთავაზობენ

„ფონდი „ქართუ", თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად", – ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ფონდი „ქართუ" თავის თავზე იღებს ქვეყნის მოქალაქეების ფინანსურ პრობლემებს. 2019 წლის დეკემბერში დაიწყო სოციალური პროექტი – ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი მოქალაქეების ვალების ჩამოწერა. ამ პროექტის შედეგად 4 მილიარდ ლარზე მეტი ვალი 609,5 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერა.

„საქართველოს ბანკი“ კლიენტებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს>>

ახლა ფონდი „ქართუ" მზადაა, ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს, ასევე შეასუსტოს მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

ყველა ახალი ამბავი
0