„პაატა იმნაძის დედა პენ­სი­ი­დან ფულს აგ­რო­ვებს პატარა მოსწავლეებისთვის“– გიორგი კეკელიძე

© photo: Paata Imnadze / FBპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაატა იმნაძის დედა სოციალურ ქსელში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გაზიარებული ნიუსის ქვეშ პაატა იმნაძემ მიუწერა: „დედა, ტყუ­ი­ლებს ნუ აზი­ა­რებ“.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის პა­ა­ტა იმ­ნა­ძის დე­დის ქველ­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის 25–ე შემთხვევაც იტალიას უკავშირდება

აღმოჩნდა, რომ 90 წლის ქალ­ი მისი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი და ქველ­მოქ­მე­დია.

„რად­გან ასე აქ­ტუ­ა­ლუ­რია, მისი სა­ვა­რა­უ­დო გაბ­რა­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვთქვა, რაც ოდეს­მე მა­ინც უნდა მეთ­ქვა – ნუნუ ბე­ბია – გნე­ბავთ ნუნუ დუმ­ბა­ძე, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის დედა და ჩემი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი – სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია. აი, მა­გა­ლი­თად, უამ­რავ­ჭირ­ნა­ნა­ხი, 90 წლის ქალი, პენ­სი­ი­დან ფულს აგ­რო­ვებს, ჭიქა ღვი­ნო­ზე გვპა­ტი­ჟებს და კონ­ვერ­ტით „გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის ფონ­დის­თვის“ გვაძ­ლევს ხოლ­მე, პა­ტა­რა მოს­წავ­ლე­ებს რომ გა­დავ­ცეთ. ზუს­ტად ვიცი, რო­გორ გა­ნიც­დის ახლა ამ ამ­ბავს და რო­გორ ეჩ­ქა­რე­ბა კარ­გი და­სას­რუ­ლი. და ისიც ზუს­ტად ვიცი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც მას უნდა“, – წერს კე­კე­ლი­ძე.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძის დე­დის პოს­ტი, რო­მელ­ზეც მის­მა შვილ­მა ასე­თი კო­მენ­ტა­რი და­უ­წე­რა: „დედა, ტყუ­ი­ლებს ნუ აზი­ა­რებ“. სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი.

ყველა ახალი ამბავი
0