Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„დარჩით სახლში, მზად ვარ მოგემსახუროთ“ – ქართველი მღვდელი ემიგრანტებს დახმარებას სთავაზობს

CC0 / Pixabay / მძღოლი საჭესთან
მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში რომში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ვიდეო ვრცელდება, სადაც ქართველი მღვდელი კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს სთავაზობს.

თბილისი, 13 მარტი – Sputnik. რომის სამრევლოს „ფეისბუქ“-გვერდზე ვრცელდება ქართველი მღვდლის, მამა იოანეს (ხელაია) ვიდეო, რომელიც ემიგრანტებს რჩევებს აძლევს და დახმარებას სთავაზობს.

მღვდელი განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული ღონისძიებების გამო მოსახლეობა სახლში უნდა დარჩეს, ამიტომ ის მათ საჭირო ნივთებისა და მედიკამენტების მიტანას სთავაზობს.

„ვითარება არის ძალიან დაძაბული და გთხოვთ, ჩემო საყვარელო ქართველო თანამემამულენო, ყველანი დარჩით სახლში. ნურავინ ნუ გამოხვალთ, თუ რამე დაგჭირდათ, მზად ვარ, რომ მოგემსახუროთ, მზად ვარ მოგიტანოთ წამლები, საკვები“, – აცხადებს ის.

მღვდელი მოუწოდებს ემიგრანტებს, რომ მიხედონ თავს და ჯანრმთელობას და ლოცავს მათ და მთელ მსოფლიოს. 

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის 25–ე შემთხვევაც იტალიას უკავშირდება

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან ორი შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი – ესპანეთს, ხოლო ყველა დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ ამ დროისთვის 58 პაციენტია.

აზერბაიჯანის დროშა - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რადგან ინფექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

ამ დროისათვის მსოფლიოს 116 ქვეყანაში 127 863 ადამიანია ინფიცირებული ახალი ტიპის კორონავირუსით. აქედან გარდაცვლილია 4 718 და განკურნებულია 68 324 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0