Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლელა კილაძემ მეუღლეს სასამართლოში უჩივლა – გუკა რჩეულიშვილს პატიმრობა მიესაჯა

© Photo: Guka San / FBლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილი
ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელა კილაძე და გუკა რჩეულიშვილი დაახლოებით ოთხი წლის წინ შეუღლდნენ. წყვილს უმშვენიერესი ქალიშვილი – თრინითი ჰყავს.

ლელა კილაძე, რომელიც საზოგადოებამ თბილისის ყოფილ მერთან გიგი უგულავასთან თანაცხოვრების დროს გაიცნო, ამჟამად პროდიუსერ გუკა რჩეულიშვილზეა დაქორწინებული. წყვილის ურთიერთობა შეუღლებიდან ოთხ წელს ითვლის. მათ საერთო შვილი თრინითი ჰყავთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ 3 წლის გახდა.

ცნობილი ხდება, რომ ლელა კილაძემ გუკა რჩეულიშვილს სასამართლოში უჩივლა, რის საფუძველზეც მას პატიმრობა შეეფარდა. ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს შორის ცოტა ხნის წინ კონფლიქტი მოხდა, რის გამოც გუკა რჩეულიშვილზე პოლიციამ შემაკავებელი ორდენი გასცა, თუმცა „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა შემაკავებელი ორდერი დაარღვია და მას ცოტა ხნის წინ პატიმრობა შეეფარდა.

ლელა კილაძე და გიგი უგულავა 2016 წელს სკანდალურად დაშორდნენ. მაშინ უგულავამ სოციალურ ქსელში სტატუსიც დაწერა და აღნიშნა, რომ მან და ლელამ 6-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ დაშორება გადაწყვიტეს. „ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ“, – დაწერა გიგი უგულავამ და საზოგადოებას თავისი ოჯახის დანგრევის შესახებ აცნობა. თუმცა, მითქმა-მოთქმას მაინც ვერ ასცდა. მათ პარალელურად, 2016 წელსვე დაშორდნენ ერთმანეთს მსახიობი ნუცა კუხიანიძე და გუკა რჩეულიშვილი.

ნუცა ქალიშვილთან კატო რჩეულიშვილთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში, ატლანტაში გადავიდა. მაშინ გავრცელდა ჭორები, რომ წყვილის ოჯახი ლელა კილაძის გამო დაინგრა. მართალია, თავდაპირველად ამ ამბავს გუკაც, ლელაც და ვახტანგ რჩეულიშვილიც უარყოფდნენ, მაგრამ ჭორები გამართლდა და უგულავას ყოფილი ცოლი გუკა რჩეულიშვილზე დაქორწინდა. როგორც ვახტანგ რჩეულიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, ნუცა კუხიანიძეს რთული ხასიათი ჰქონდა და ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0