ცერცვაძე: ინფიცირებულთაგან ხუთი უკვე იყო გამოკვლეული, მაგრამ კორონოვირუსი ახლა დადასტურდა

© Sputnik / STRINGERთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, დაავადებულებში ამჟამად იკვეთება ორი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ხუთ ახალ დაინფიცირებულს კორონავირუსზე ტესტირება ერთი კვირის წინაც ჩაუტარდა, მაგრამ მაშინ პასუხი უარყოფითი იყო, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში თერმოკამერები დაამონტაჟეს>>

„5 ადამიანი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და არიან იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლის ერთი წარმომადგენელი ჩვენთან წევს უკვე მეშვიდე თუ მერვე დღეა... ესენი მაშინ იყვნენ გამოკვლეულები და მაშინ არ დადასტურებულა. იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და ახლა დაუდასტურდათ“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23–მდე გაიზარდა

მისი თქმით, დაავადებულებში ამჟამად იკვეთება ორი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში. ერთია ახალგაზრდა ქალი რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში წევს და მას კორონავირუსი დაახლოებით ერთი კვირის წინ დაუდასტურდა, ხუთი ახალი დაინფიცირებული და ექვსი ადამიანი, რომელიც მეოთხე პაციენტთან კონტაქტში იმყოფებოდა.

ამ საღამოს გავრცელდა ახალი მონაცემები საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესახებ. დაინფიცირებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზარდა (აქამდე იყო 15), კარანტინის რეჟიმში იმყოფება 126 ადამიანი (იყო 178), ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46 (იყო 56). მონაცემები გამოქვეყნებულია მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge.

ყველა ახალი ამბავი
0