Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კესარია აბრამიძე დედასთან ერთად კლუბში შეუდარებლად ცეკვავს - ვიდეო Instagram- დან

© courtesy of Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კესარია აბრამიძე და მისი 54 წლის ულამაზესი დედა დროს ერთად ატარებენ. ერთ-ერთი კლუბიდან გამოქვეყნებული ვიდეო ძალიან პოპულარული გახდა

უახლეს ვიდეოებზე დაყრდნობით კესარია აბრამიძის ულამაზესი დედა შეუდარებლად გამოიყურება. საკუთარ გვერდზე კესარიამ დაწერა, რომ დედამისი 54 წლის არის, ასე გამოიყურება და გენეტიკის გამო მისი მოთმენა კიდევ დიდხანს მოუწევთ. დედა-შვილს შორის საოცარ მსგავსებას ყველა ამჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ორი შვილი ჰყავს, ახალგაზრდა ქალბატონის ასაკს ვერავინ გამოიცნობს.

View this post on Instagram

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

მშვენიერ კესარია აბრამიძეს, სილამაზით არანაკლები ოჯახის წევრები ჰყავს. რამდენიმე ხნის წინ მოდელმა უმცროსი სტუდენტი დის ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოება აღაფრთოვანა. ხალხი გოგონას პროფესიით, ასაკით ინტერესდებოდა და ცოტამ დაიჯერა, რომ კესარიას და არის.

View this post on Instagram

Mom❤️❤️❤️

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

კესოს დას, დედასთან შედარებით, როგორც ჩანს საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს. ამიტომ, საკმარისია საზოგადოებისთვის ცნობილმა ტრანსგენდერმა ქალმა ოჯახის წევრების ფოტო გამოაქვეყნოს, მათზე საუბარი არ წყდება. ასე ხდება განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც კესარიას ობიექტივში მისი შეუდარებელი დედა ხვდება.

ექსპერიმენტების მოყვარული კესარია აბრამიძე ოჯახის წევრების გარეგნობაზე თავად ზრუნავს. ცნობილი გახდა, რომ პოპულარულ ფოტომოდელს ვიზაჟის საკუთარი ქსელის გახსნა სურს, სადაც მაკიაჟის ხრიკებს თავად ასწავლის. აშკარაა, რომ კესარიამ ამ პროფესიაში საკუთარი თავი მარტივად აღმოაჩინა. როგორც ჩანს, ის ცნობილ ქართველ ვარსკვლავებსაც ალამაზებს. მათ შორის მისი ყურადღების ობიექტი ლელა წურწუმია ხშირად ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0