გორში სასტიკად მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს გოგონა შეეძინათ

© Pixabay / Pexelsახალშობილი
ახალშობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ბავშვის ცხედარი წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის პირას იპოვეს.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს გოგონა შეეძინათ. ახალშობილს ბარბარე დაარქვეს. გოგონას მამის მიხეილ ბერიაშვილის თქმით, ჩვილი ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემით დაიბადა და იგი გორიდან თბილისში, „ჯოენის კლინიკაშია“ გადაყვანილი, ინფორმაციას GMnews ავრცელებს.

ახალშობილი - Sputnik საქართველო
თბილისში სამი ტყუპი დაიბადა – ფოტოები

„მშობიარობა ნაადრევად დაიწყო, წინასწარი დადეგმვის გარეშე საჭირო გახდა საკეისრო კვეთის გაკეთება. ოპერაციამ სტაბილურად ჩაიარა, დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ, თუმცა, მუცლადყოფნის პერიოდშივე დიაგნოსტირებული იყო, რომ გოგონას გარკვეული ჩარევა დასჭირდებოდა, ამიტომ მიზანშეწონილად ჩაითვალა ახალშობილის თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა“, – განაცხადა ექიმმა გივი მალიაშვილმა.

9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს გორში, სკოლისკენ მიმავალი გზიდან გაუჩინარდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ის მოკლული იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა. სასამართლომ ნებიერიძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

ყველა ახალი ამბავი
0