თიკა ჯამბურიამ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა – ნახეთ როგორ გამოიყურება მომღერალი – ვიდეო

© Facebook / Tina Jamburiaთიკა ჯამბურია
თიკა ჯამბურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი პერიოდი თიკამ მცირე დროში 12 კილოგრამიც კი დაიკლო. ბოლო წლებში მომღერალი აქტიურად ებრძვის წონას. ახლა კი თიკამ, როგორც ჩანს, პლასტიკურ ქირურგიასაც მიმართა. ნახეთ, როგორ გამოიყურება მომღერალი.

ბავშვობის პერიოდში თიკა ჯამბურიამ საკუთარი ხმითა და შესრულების ნიჭით უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა. მისი ცხოვრება წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა ნაადრევმა დაოჯახებამ ბევრი რამ შეცვალა. თიკამ სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლების შეკითხვებს თამამად უპასუხა და აღნიშნა, რომ დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, 18 წლის არასდროს გათხოვდებოდა. ყველასათვის ცნობილი მომღერალი წარსულში გადადგმულ ნაბიჯს ნანობს და ამის შესახებ საჯაროდ საუბრობს.

View this post on Instagram

გვირილები

A post shared by Tika Jamburia (@tika_jamburia) on

ცნობილი მომღერლის პირველი მეუღლე ბექა ხოფერია იყო. მათ ერთმანეთი 7 წელი უყვარდათ. დაოჯახების შემდეგ ორი წელი ერთად ცხოვრობდნენ. მათ ქორწილს მთელი საქართველო განიხილავდა. თიკას და ბექას პატარა ნინა ჰყავთ. განქორწინება თიკას ინიციატივა იყო. მიუხედავად ყველაფრისა, თიკას დედამთილთან კარგი ურთიერთობა აქვს. ნინა ბებიას ხშირად სტუმრობს და მამასთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

თიკა ჯამბურია ტელეეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდება, მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში, როგორც ყველა თანამედროვე ვარსკვლავი, აქტუალობას არ კარგავს. მომღერალი ერთი პერიოდი ვარჯიშობდა და წონაში მკვეთრად დაიკლო, თუმცა „ფარულ კონვერტში“ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი წონის მატება სხვა პრობლემებითაა გამოწვეული. ახლახან ერთ-ერთი კლინიკის გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც თიკა ჯამბურიას ბიშექტომიის შედეგი ჩანს. მომღერალმა ლოყები შეითხელა.

ყველა ახალი ამბავი
0