Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„24 წლის 34 წლის წინ“- გია ჯაჯანიძეს ახალგაზრდობის ფოტოზე ვერ იცნობთ

© photo: courtesy of Giorgi Jajanidzeგია ჯაჯანიძე ჭიათურაში
გია ჯაჯანიძე ჭიათურაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
58 წლის ტელეწამყვანი სტუდენტობის პერიოდის სურათს აქვეყნებს. გია ჯაჯანიძე ახალგაზრდობაში შეუდარებლად გამოიყურებოდა. ჟურნალისტის ცნობა გაგიჭირდებათ

გია (გიორგი) ჯაჯანიძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა ქართულ ტელესივრცეში. მსახიობობით დაწყებული კარიერა მყარი არ გამოდგა და ჯაჯანიძემ ბედ-იღბალი ტელევიზიაში სცადა. ჰყვება, რომ რთული ცხოვრება ჰქონდა. სტუდენტობის პერიოდში, ხშირად საჭმლის ფულიც არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტი გადასარევად გამოიყურებოდა. პრობლემურმა ახალგაზრდობამ უზრუნველყოფილი ცხოვრება მოუწყო და ახლა, გია ჯაჯანიძე ამერიკასა და ევროპაში ფაქტობრივად ყოველ შვებულებაზე სტუმრობს. წლების წინ კი, მისთვის ეს წარმოუდგენელიც იყო.

საზოგადოება მიჩვეულია, რომ ვარსკვლავები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას. სელებრითები განსაკუთრებული შემოქმედებითობით გამოირჩევიან. მხოლოდ ჰოლივუდი არ გამოირჩევა შიშველი მომღერლებითა და მსახიობებით, ან ექსტრავაგანტული გარეგნობის მქონე ცნობადი სახეებით. არც ქართულ შოუ-ბიზნესს აკლია გამომწვევი ჩაცმულობა, პერფორმანსები თუ განსახილველი თემები.  სწორედ ასეთი ხმაურიანი და ნაყოფიერი გამოდგა გია ჯაჯანიძის კარიერული წარმატება. პოპულარულ ტელეწამყვანს უამრავი მაყურებელი ჰყავს. მათი რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს და გადაცემა „სხვა რაკურსი“ ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი რეიტინგული გახდა.

ტელეწამყვანი, შოუმენი და „იდუმალებით მოცული“, 58 წლის გია ჯაჯანიძე, ასაკის მიუხედავად, არასდროს ნებდება. შრომისმოყვარეობით გამორჩეულ ტელევარსკვლავს დრამატულ ბავშვობა ჰქონია და წესით, ცხოვრების უდარდელ პერიოდს სიხარულით უნდა იხსენებდე, მაგრამ... „ეს იყო ჩემთვის ყველაზე საშინელი წლები, იმიტომ რომ საარსებოდაც კი არ მქონდა ფული“- ტელეწამყვანმა ეს სიტყვები გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ გააჟღერა. მიუხედავად პრობლემური და გაჭირვებული ცხოვრებისა, გია ჯაჯანიძემ პოზიტიური განწყობა დღემდე შეინარჩუნა.

ყველა ახალი ამბავი
0