კორონავირუსის გამო საქართველოში რკინიგზის მშენებლობა შეჩერდა

© photo: The Roads Department of Georgia / FBრიკოთის უღელტეხილი
რიკოთის უღელტეხილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინელი მშენებლები კორონავირუსით ინფიცირების შიშით ქართველ კოლეგებთან ერთად მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ.

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. სოფელ ქვიშხეთთან ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა ქართველი და ჩინელი მუშების დაპირისპირების გამო შეჩერდა, იუწყება TV Pirveli

მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
ჩინურმა კომპანიებმა საკარანტინო პირობებზე ინფორმაცია წარმოადგინეს

ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო გვირაბის მონაკვეთის მშენებლობას, რომლის საერთო სიგრძე 40 კილომეტრს შეადგენს, 2011 წლიდან კომპანია „ჩინეთის სარკინიგზო ხაზის 23-ე ბიურო“ აწარმოებს. „საქართველოს რკინიგზასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომელშიც ექვსი გვირაბი შედის, 2021 წელს უნდა დასრულდეს.

როგორც ადგილობრივი მშენებლები აცხადებენ, კონფლიქტი დაიწყო იმის გამო, რომ ჩინელმა მშენებლებმა კორონავირუსით ინფიცირების შიშით მათთან ერთად მუშაობაზე უარი განაცხადეს.

ამჟამად მშენებლობა შეჩერებულია. ადგილზე იმყოფება ხაშურის რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე შეიძლება გაჭიანურდეს

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის აფეთქების გამო ჩინურმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, არ გამოგზავნონ თავიანთი სპეციალისტები საქართველოში, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველოში, შესაძლოა, გაჭიანურდეს ყველა იმ ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება, რომელიც ჩინური კომპანიების მონაწილეობით მიმდინარეობს. 

ნიღბიანი ადამიანები ინფექციურ საავადმყოფოსთან - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღებისთვის ემზადება

„რაც შეეხება რიკოთის პროექტს, ყველა მის მონაკვეთზე, როგორც იცით, გაფორმებულია კონტრაქტები. ორ მონაკვეთზე უკვე აქტიურად მუშაობენ კომპანიები და 2022 წლის სხვადასხვა პერიოდში კონტრაქტები უნდა დაიხუროს. რაც შეეხება კონტრაქტების დასრულების შესაძლო რისკებს, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩვენ რვა ჩინური კომპანიისგან მივიღეთ ცნობა ფორს-მაჟორული სიტუაციის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ისინი გვატყობინებენ, რომ მათი სპეციალისტები ვერ შეძლებენ ჩამოსვლას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საუბარია 500 ჩინელ მშენებელზე, რომელთა უმეტესობაც ინჟინერ-ტექნიკოსია.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია ამ გზებზე მშენებლობის დასრულების გარკვეული შეფერხება. თუმცა, კორონავირუსის ეპიდემიის პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით, ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი. იმედი გვაქვს, რომ პრობლემა მოგვარდება და პროექტები არ შეჩერდება“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ჩინური კომპანიები საქართველოში გზების სამშენებლო–სარემონტო სამუშაოებში აქტიურად არიან დასაქმებული. აღმოსავლეთი-დასავლეთის საავტომობილო ჩქაროსნული მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთს რიკოთის უღელტეხილზე აშენებს ჩინური კომპანია China State Construction Engineering Corporation Limited. 

სატვირთო - Sputnik საქართველო
მძღოლის ჩანაცვლება და დეზინფექცია: კორონავირუსის გამო საქართველოში ტრანზიტის ახალი წესებია

გარდა ამისა, საქართველოს ასევე შეთანხმება აქვს გაფორმებული ჩინურ კომპანიასთან China Railway 23rd Bureau Group Co, რომელიც ქვეშეთი-კობის 13-კილომეტრიან ახალ საავტომობილო გზის მონაკვეთს ააშენებს, მათ შორის, ცხრაკილომეტრიან გვირაბს საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ. გვირაბი გაიჭრება ჯვრის უღელტეხილის ქვეშ – სოფელ ცქერედან სოფელ კობამდე. ეს იქნება ზამთარში დიდთოვლობით გამორჩეული რთული გეოგრაფიული მარშრუტის ალტერნატიული გზა.

China Railway 23rd Bureau Group Co ასევე აშენებს ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთს, რომლის საერთო სიგრძე 40 კმ-ია.

კორონავირუსი საქართველოში

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ცხრას მიაღწია.

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში 2 მარტიდან ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. მიმდინარეობს სასწავლო დაწესებულებების დეზინფექცია. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.

ყველა ახალი ამბავი
0