საპროცესო შეთანხმებას 20 ივნისის საქმეზე კიდევ სამი ბრალდებული დათანხმდა

© Sputnik / STRINGER20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლა
20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული წლის ზაფხულში დაკავებულები, რომლებიც თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ, პატიმრობიდან თავის დაღწევის მიზნით, ერთმანეთის მიყოლებით აღიარებენ ბრალს და საპროცესო შეთანხმებაზე თანხმდებიან.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. 20 ივნისის აქციების საქმეზე ბრალდებულებს – ზურაბ ბუდაღაშვილს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ცოტნე სოსელიას, რომლებსაც ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ბრალდების აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ, იუწყება პირველი არხი.

პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულად კიდევ ერთი პირი ცნო>>

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე დამნაშავედ თავი სამივე ბრალდებულმა აღიარა. მას შემდეგ, რაც ბუდაღაშვილმა, კუპრეიშვილმა და სოსელიამ მოსამართლის კითხვებზე დადებითი პასუხები გასცეს, პროკურორი მათთან საპროცესო შეთანხმების დადების შუამდგომლობით გამოვიდა.

სამივე პირდაპირ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც განაჩენი გამოცხადდა – სამი წელი პირობითი მსჯავრი და 2 ათასი ლარი ჯარიმა.

აქციის დაშლა 20-21 ივნისის ღამეს - Sputnik საქართველო
არეულობა და აქციის დაშლა - 20-21 ივნისის მოვლენების ქრონოლოგია

საქმის მეოთხე მონაწილემ ბესიკ თამლიანმა უარი განაცხადა ბრალის აღიარებაზე და მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

უფრო ადრე საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების სანაცვლოდ გაუფორმდათ გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს.

20 ივნისის აქციის მონაწილეებისთვის წარდგენილი ბრალდებები (მონაწილეობა ჯგუფურ ძალადობაში, რომელმაც გამოიწვია ნგრევა, სხვისი ნივთების განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათზე თავდასხმა) ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს საპროტესტო აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ყველა ახალი ამბავი
0