Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლელა კილაძის და გუკა რჩეულიშვილის გოგონა იუბილარია – ნახეთ უსაყვარლესი თრინითის ფოტოები

© Photo: Guka San / FBლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილი
ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელა კილაძე და გუკა რჩეულიშვილი დაახლოებით ოთხი წლის წინ შეუღლდნენ. წყვილს უმშვენიერესი ქალიშვილი – თრინითი ჰყავს, რომელიც იუბილარია.

ლელა კილაძე, რომელიც საზოგადოებამ თბილისის ყოფილ მერთან გიგი უგულავასთან თანაცხოვრების დროს გაიცნო, ამჟამად პროდიუსერ გუკა რჩეულიშვილზეა დაქორწინებული. წყვილის ურთიერთობა შეუღლებიდან ოთხ წელს ითვლის. მათ საერთო შვილი თრინითი ჰყავთ, რომელიც იუბილარია და 3 წლის გახდა.

ლელა კილაძე და გიგი უგულავა 2016 წელს სკანდალურად დაშორდნენ. მაშინ უგულავამ სოციალურ ქსელში სტატუსიც დაწერა და აღნიშნა, რომ მან და ლელამ 6-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ დაშორება გადაწყვიტეს. „ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ“, – დაწერა გიგი უგულავამ და საზოგადოებას თავისი ოჯახის დანგრევის შესახებ აცნობა. თუმცა, მითქმა-მოთქმას მაინც ვერ ასცდა. მათ პარალელურად, 2016 წელსვე დაშორდნენ ერთმანეთს მსახიობი ნუცა კუხიანიძე და გუკა რჩეულიშვილი.

ნუცა ქალიშვილთან კატო რჩეულიშვილთან ერთად საცხოვრებლად ატლანტაში გადავიდა. მაშინ გავრცელდა ჭორები, რომ წყვილის ოჯახი ლელა კილაძის გამო დაინგრა. მართალია, თავდაპირველად ამ ამბავს გუკაც, ლელაც და ვახტანგ რჩეულიშვილიც უარყოფდნენ, მაგრამ ჭორები გამართლდა და უგულავას ყოფილი ცოლი გუკა რჩეულიშვილზე დაქორწინდა. როგორც ვახტანგ რჩეულიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, ნუცა კუხიანიძეს რთული ხასიათი ჰქონდა და ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახდა.

View this post on Instagram

💫

A post shared by Nuca Kukhianidze (@nu_caa) on

ამერიკიდან თბილისში დაბრუნებულმა ნუცამ ახალი სიყვარული მალე იპოვა. მისი შეყვარებული მუსიკალური დიჯეი ბაჩო ჭალაძეა. წყვილის ურთიერთობა უკვე თითქმის სამ წელიწადს ითვლის და ისინი თავს ჰარმონიულად გრძნობენ. უფრო მეტიც, ნუცა კუხიანიძემ ცოტა ხნის წინ მას ვაჟიც გაუჩინა. როგორც ჩანს, წყენამ და გულისტკივილმაც გაუარა. ის ყოფილ ქმართან და ლელა კილაძესთანაც მეგობრობს.

ყველა ახალი ამბავი
0