Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„წყევლეთ ახლა ჩინელები...“ – ეკო ფანგანი კორონავირუსის მომატებულ შემთხვევებზე წერს

© Facebook / Eko Panganiეკო ფანგანი
ეკო ფანგანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა, კარანტინში 150-ზე მეტი ადამიანია.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ტელეწამყვანი და მოდელი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესახებ წერს. ტელეწამყვანი კატეგორიულია და ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას იმ ადამიანებზე, ვინც იტალიაში იყო ბოლო 20 დღის განმავლობაში და კარანტინში არ წავიდა.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: კორონავირუსი დაუდგინდა ხუთ პირს, რომლებიც იტალიაში ერთად მოგზაურობდნენ

„აკრძალვის მიუხედავად, იტალიაში მაინც მიემგზავრებიან, ბევრი იტალიიდან ჩამოსული კარანტიზე საერთოდ უარს ამბობს, ზოგიერთი ვითომ სახლშია და სინამდვილეში მაღაზიებში დასეირნობს და ზოგიერთი კი, სიცხიანი თვითმფრინავში დამწევს სვამს (ნუ ეს გასაგებია), მაგრამ საზღვარზეც არ ამბობს, რომ სიცხე ჰქონდა და მალავს! წყევლეთ ახლა ჩინელები. არანაირი მოქალაქობრივი პასუხისმგებლობა არ გააჩნია ძალიან ბევრ ქართველს“, – წერს ტელეწამყვანი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა, კარანტინში 150-ზე მეტი ადამიანია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლოს გამოვლენილი ხუთი ინფიცირებული მგზავრობდა 44 წლის საქართველოს მოქალაქესთან ერთად, რომელიც იტალიიდან კვირას ჩამოფრინდა და რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

მეიდანი - Sputnik საქართველო
საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას კორონავირუსის გამო ზარალი ადგება

ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია და მხოლოდ ერთი პაციენტის მდგომარეობაა უფრო მეტად საყურადღებო.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

ინფექციურ საავადმყოფოსთან - Sputnik საქართველო
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის  9 შემთხვევა დადასტურდა

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო სივრცეები მოწყობილია გონიოში, აბასთუმანში, თბილისის კლინიკა „ვივამედში“, საჩხერეში, ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ტუბერკულიოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში, გორის ჰოსპიტალში.

ინფიცირების საერთო რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისათვის 98 704 კაცს შეადგენს. აქედან 80 556 მატერიკულ ჩინეთზე მოდის, 6 593 — სამხრეთ კორეაზე, 3 858 იტალიაზე, 3 513 — ირანზე, ხოლო დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა ქვეყნებშია გამოვლენილი. სულ გარდაიცვალა 3 383 კაცი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 55 497 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0