Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ხატია სიჭინავამ დედა გამოაჩინა – მათი მსგავსება გაგაოცებთ – ფოტოები

© courtesy of Khatia Sichinavaრამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში
რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხატია სიჭინავა მასმედიისთვის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტია, ის ყოველთვის გულახდილია. განსაკუთრებულად დიდ სიყვარულს მკითხველებში მას შემდეგ იმსახურებს, რაც დაოჯახდა და სამ გოგონას ზრდის.

ხატია სიჭინავა დედობამ ძალიან შეცვალა, მან საყვარელ მეუღლეს, მოჭიდავე რამაზ ნოზაძეს დიდი ხნის ოცნება აუსრულა და ამჯერად მეოთხე შვილს, ვაჟს ელოდება. მიუხედავად პოპულარული სახის გულახდილობისა, არასოდეს გამოუჩენია დედა საზოგადოებაში. ამჯერად კი ხატიამ გადაწყვიტა, რომ დედის დღე ქალბატონი მარინა ცხოიძისთვის „ინსტაგრამის“ საშუალებით მიელოცა და მისი ფოტო გამოექვეყნებინა. კომენტარებში წერენ, რომ ხატია დედას ძალიან ჰგავს.

ხატია საკუთარი ორსულობის ამბავს დიდხანს არ ამხელდა, თუმცა ახლა სოციალურ ქსელებში მუცელს აღარ მალავს. ცოტა ხნის წინ ხატიამ საქორწინო კაბაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ტელეწამყვანს ნოსტალგია შემოაწვა ძველი დროის, სადაც მშვენიერ ფორმაში იყო. ალბათ ჟურნალისტი განიცდის ფეხმძიმობის დროს მომატებულ კილოგრამებს და ამ სტრესის დაძლევაში მას მეუღლე ეხმარება, რომელიც მეუღლეს სოლიდარობას უწევს და ამიტომ იღებს ფოტოებს გამობერილი მუცლით.

View this post on Instagram

თუკი რაიმე გჭირდებათ, ნუ ხარჯავთ ენერგიას ნერვიულობასა და შფოთვაზე, უბრალოდ, წადით და მიიღეთ თქვენი კუთვნილი ზუსტად ისევე, როგორც მიდიხართ საფოსტო განყოფილებაში ამანათის წამოსაღებად. კი არ უნდა განსაჯოთ, უნდა განიზრახოთ. თუკი გჭირდებათ ავტობუსი, მანქანა, მანქანის დასაყენებელი ადგილი, საყიდლები, ქაღალდი, გამოცდა, გასაუბრება, შეხვედრა – რაც გნებავთ, – ნუ ფიქრობთ, უბრალოდ წადით და მიიღეთ. უარი თქვით ისეთ განცდებზე, როგორიცაა: შეიძლება თუ არა, გამომივა თუ არა, როგორ, საიდან გაჩნდება და ა.შ. განაგდეთ მშფოთვარება, სურვილი და იმედი. დაიტოვეთ მხოლოდ მშვიდი თავდაჯერებულობის განცდა. განიცადეთ განზრახვის ეს მდგომარეობა – მიიღოთ ყველაფერი თქვენი, ყოველგვარი პირობებისა და განსჯის გარეშე. მაგალითად, მე არ ვფიქრობ, მოვასწრებ თუ არა, მოვა ავტობუსი დროზე თუ არა. რამდენი ხანი უნდა ველოდო… უბრალოდ, მივდივარ გაჩერებაზე და ვიცი,რომ ავტობუსი ახლა მოვა. დაე, ასეთი განწყობილება გდევდეთ თან ყველგან. საერთოდ ასეა: წუთიერი სურვილი გაგვიელვებს თუ არა თავში იქვე ეჭვიც გვიჩნდება: გამომივა თუ არა? ამ მავნე ჩვევისგან უნდა გავთავისუფლდეთ. სურვილები და ოცნებები არ ხდება. რეალიზდება მხოლოდ სუფთა განზრახვა. რეალიზაციასთან მივყავართ არა სურვილს, არამედ განზრახვის სურვილზე „მომართვას“. განზრახვა გულმოდგინება არაა. განზრახვა მშვიდად ყურადღების მოკრება და გამბედაობაა. თუკი თქვენ ყოყმანობთ, ან გეშინიათ, სამყარო, როგორც სარკე, აირეკლავს თქვენს მდგომარეობას და ჯამში არაფერიც არ გამოგივათ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ – აკეთეთ დამაჯერებლად. რა თქმა უნდა, წარუმატებლობის ალბათობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ წარმატების შანსები ბევრად იზრდება, როცა არ ყოყმანობთ. რას კარგავთ თუ უარს იტყვით გაუბედაობაზე? საქმე თუ გამოვა, ხომ კარგი, არ გამოვა და ესეც არაუშავს. განზრახვის კოორდინაციის პრინციპი ასეთია: თუკი ნეგატიურ მოვლენებს განვიხილავთ როგორც პოზიტიურს, ისინი პოზიტიურად იქცევიან. როდესაც თქვენ გაცნობიერებულად აკონტროლებთ თქვენს გადაწყვეტილებას მოქმედების შესახებ, თქვენ მართავთ თქვენს წარმატებას.

A post shared by ⋆ 𝓴𝓪𝓽𝓲𝓮 𝓼𝓲𝓬𝓱𝓲𝓷𝓪𝓿𝓪 ⋆ (@katiesihinava) on

ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან. რამდენიმე წლის წინ, სანამ სიჭინავას დედამთილი „ფეისბუქის“ სწორად გამოყენებას ისწავლიდა, გაირკვა, რომ ჟურნალისტს დედამთილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ამ ამბავს დიდი ხნის მანძილზე განიხილავდა სრულიად ინტერნეტ-სივრცე და აღარც ხატიას დაუმალავს წყენა. თუმცა ბოლოს რამაზ ნოზაძის დედას შეურიგდა და ახლა გადასარევი ურთიერთობა აქვთ, იმდენად, რომ რძალ-დედამთილი სერიალებსაც ერთად უყურებს.

View this post on Instagram

#profili @maia.assatiani 🥰

A post shared by ⋆ 𝓴𝓪𝓽𝓲𝓮 𝓼𝓲𝓬𝓱𝓲𝓷𝓪𝓿𝓪 ⋆ (@katiesihinava) on

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი. ხატიასა და რამაზს ახლა სამი შვილი ჰყავთ და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.

ყველა ახალი ამბავი
0