Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სამყაროს მილამაზებ...“ – ხატია წერეთელს შეყვარებულმა დედის დღეზე საოცარი საჩუქარი აჩუქა

© Facebook / Imeda Vakhtangishviliხატია წერეთელი იმედა ვახტანგიშვილი
ხატია წერეთელი იმედა ვახტანგიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც მომღერალ ხატია წერეთლის კლიპმა „შენთან სექსი მაგარია“ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში „დიდი აფეთქება“ გამოიწვია, მალევე გახდა ცნობილი, ვის ეძღვნებოდა ის. ერთი პერიოდი აქტიურად საუბრობდნენ მათ დაშორებაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წყვილი კვლავ ერთადაა.

მომღერალ ხატია წერეთელს შეყვარებულმა ლამაზი თაიგული მიართვა. ხატიამ ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ იმედა ის ბიჭია, რომელიც მას სამყაროს ულამაზებს და მის გვერდით ავიწყდება, ქვეყანაზე რაც კი რამ ცუდი ხდება.

ცოტა ხნის წინ მომღერალმა ხატია წერეთელმა იმედა ვახტანგიშვილს წვეულებაზე სიმღერა მიუძღვნა. ვიდეომ სოცქსელები აალაპარაკა. საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ეს სიმღერა თავიდანვე მის შეყვარებულს ეძღვნებოდა. ეროტიკული ხასიათის კლიპი თავის დროზე ქართული ბაზრისთვის მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.

კლიპში მონაწილე იმედა ვახტანგიშვილმა და ხატია წერეთელმა დაადასტურეს, რომ პარტნიორები იყვნენ და ერთად ყოფნა მოსწონდათ, თუმცა ამ ურთიერთობას „შეყვარებულების“ სახელს მაინცდამაინც არ არქმევდნენ. „ურთიერთობა ხომ შეიძლება გქონდეთ ადამიანთან, მაგრამ არ დაარქვა ყველაფერს სახელი? მაგის აღქმა უჭირს ბევრს, ზოგი შეყვარებულებს გვეძახის“, – განაცხადა იმედა ვახტანგიშვილმა.

იმედა ვახტანგიშვილი ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში მუშაობს და, როგორც თავად ამბობს, კლიპში მონაწილეობას სიამოვნებით დათანხმდა. ხატია წერეთელი ახალგაზრდა პარტნიორთან მეგობრობას, როგორც ჩანს, გადასაღები მოედნის მიღმაც აგრძელებს. კლიპის გადაღების შემდეგ წყვილი ერთად საბერძნეთში დასასვენებლადაც გაფრინდა. ერთი პერიოდი აქტიურად ვრცელდებოდა ხმები მათი დაშორების შესახებ, თუმცა აღმოჩნდა, რომ წყვილი კვლავ ერთადაა.

ყველა ახალი ამბავი
0