Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„საუკეთესო დღე ბებოსთან“ – ნუკი კოშკელიშვილი ვაჟისა და დედამთილის ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს

© Facebook / Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი, ტელეწამყვანი და ყოფილი მოდელი ნუკი კოშკელიშვილი ოლივერ ხაიმის ვიდეოს ავრცელებს. პატარა ბიჭის რიტმული მოძრაობები მხიარულ განწყობას შეგიქმნით. ნახეთ, როგორ ცეკვავს პატარა ბიჭუნა ბებიასთან ერთად...

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. მსახიობმა ოლივერს ქართული ასწავლა. ამ ვიდეოში კი ის ბებიასთან ერთად მოხდენილად ცეკვავს. ვიდეოს ნუკი კოშკელიშვილი პატარა ოლივერის გვერდზე აქვეყნებს. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა. სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია.

View this post on Instagram

Best days with grandma!

A post shared by Sir Oliver Nicholas Chaim (@sir.oliver_official) on

პოზიტიური ბიჭუნა დიდ ყურადღებას იქცევს. მისი რიტმული მოძრაობები 20 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. პოზიტიურმა მსახიობმა სოციალურ ქსელში ვაჟს საკუთარი გვერდი გაუხსნა, რომელსაც 11 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს. ნუკი და მისი მეუღლე ბენი ოლივერის სახალისო ფოტო-ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ. მათ შორის აღმოჩნდა პოპულარული ვიდეო, სადაც ოლივერი ცდილობს დედას ქართულად უპასუხოს. ცოტა ხნის წინ ქართულ ტრადიციულ კოსტიუმში გამოწყობილი ერთი წლის ბიჭუნა „აჭარულის“ მოტივებზე ცეკვავს. რამდენიმე დაცემის შემდეგ ოლივერ ნიკოლას ხაიმი ისევ ფეხზე დგება და ილეთების გამეორებას აგრძელებს.

View this post on Instagram

A post shared by Sir Oliver Nicholas Chaim (@sir.oliver_official) on

საზოგადოებამ ახლა ყველასათვის ცნობილი ნუკი კოშკელიშვილი თავდაპირველად პოდიუმიდან გაიცნო. მოგვიანებით სამოდელო სფერო სამსახიობო კარიერამ წარმატებით ჩაანაცვლა. უცხო გარეგნობა და ქარიზმატული ხასიათი ნუკის დამახასიათებელი თვისებები გახდა. სითამამემ და დახვეწილმა სტილმა ყოფილ მოდელს უფრო მეტი ხიბლი შესძინა და მაყურებელი სულ უფრო და უფრო დააინტერესა. მოგვიანებით ამერიკაში მოულოდნელმა გათხოვებამ დიდი აურზაური გამოიწვია. ყველა ჭორსა და ინტრიგას ვარსკვლავმა მორიდების გარეშე უპასუხა. ახლა სოციალური ქსელით უკავშირდება „ფოლოვერებს“ და მათ კითხვებს ვირტუალურ სივრცეში ნათელს ჰფენს. მეუღლე სოციალური ქსელით გაიცნო. აღნიშნავს, რომ ამერიკაში გამგზავრება დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. გაფრენისას იმასაც კი უშვებდა, რომ აეროპორტში სხვა ადამიანი დახვდებოდა, მაგრამ მათი შეხვედრა ძალიან ემოციური და რომანტიკული აღმოჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0