Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თმა შევიკრიჭეთ“ – მამულიჩა შვილიშვილის სახალისო სურათს აქვეყნებს

© courtesy of Kakhi Mamulashviliკახა მამულაშვილი ნიკოლოზ მამულაშვილი
კახა მამულაშვილი ნიკოლოზ მამულაშვილი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა მამულაშვილს პირველი შვილიშვილი 48 წლის ასაკში შეეძინა. ლელა წურწუმია და მამულიჩა საუკეთესო ბებია და ბაბუა აღმოჩნდნენ. კონცერტების გარდა, მათი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მამულაშვილს დაუთმეს. კახა ბაბუა ალეს ახალი ვარცხნილობის ფოტოს აქვეყნებს.

პროდიუსერი ბაბუა პირველად გახდა. კახა მამულაშვილს ორი შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი და ქალიშვილი ლელა წურწუმიასგან. ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. პრო­დი­უ­სე­რი კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ბა­ბუა 2018 წელს გახ­და. ამის შე­სა­ხებ „მა­მუ­ლი­ჩამ“ მე­გობ­რებს ფე­ის­ბუ­ქის პი­რა­დი გვერ­დი­დან ახა­რა.

მის უფ­როს ვაჟს ნი­კო­ლოზ მა­მუ­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც პრო­დი­უ­სერს პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან ჰყავს, ვაჟი შე­ე­ძი­ნა. „09.08.2018 ალექ­სან­დრე ნი­კო­ლო­ზის ძე მა­მუ­ლაშ­ვი­ლი. ამ ქვე­ყა­ნას პა­ტა­რა მა­მუ­ლი­ჩა მო­ევ­ლი­ნა“, – წერდა მაშინ კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი. ალექსანდრეს მოფერებით ალეს ეძახიან.

View this post on Instagram

თმა შევიკრიჭეთ❤️

A post shared by Mamulicha (@mamulicha888) on

ცნობილი პროდიუსერი და პოპ-დივას მეუღლე შვილიშვილის ფოტო-ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. ამჯერად ბაბუამ პატარა ალექსანდრეს ვარცხნილობა შეუცვალა და სურათი საკუთარ გვერდზე განათავსა. „თმა შევიკრიჭეთ“ – ასე წააწერა პროდიუსერმა შვილიშვილის სასაცილო სურათს. კომენტარებში ლელასა და მამულიჩას თაყვანისმცემლების პოზიტიური გამოხმაურებები არ წყდება. ოჯახის წევრები და მეგობრები პატარა ალეს ბაბუას ადარებენ. „ძალიან გავს მამულიჩას... და ვინ არის მამულიჩასი ეს საყვარელი ბავშვი?“; „პატარა "მამულიჩა", რა საოცრებაა...“; „ბაბუას რა მაგრად ჰგავს!“ – ასე ეხმაურებიან პოპულარულ პროდიუსერს „ფოლოვერები“.

ყველა ახალი ამბავი
0