Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნიაზ დიასამიძე გაიჭედა რესტორნის ტუალეტში...“– ნათია ფანჯიკიძე სახალისო ისტორიას იხსენებს

© courtesy of Natia Panjikidzeნათია ფანჯიკიძე
ნათია ფანჯიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსი სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი წამყვანი თემაა. მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, სოციალურ ქსელებში ვირუსთან დაკავშირებით უამრავი სახალისო ფოტო და სტატუსი გავრცელდა.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს – კორონავირუსის საფრთხის გამო არსებულმა დაძაბულობამ, საზოგადოების ღელვამ და მედიკოსების მიერ გაცემულმა უამრავმა რეკომენდაციამ, მათ შორის ხელის ხშირად დაბანის შესახებ, მას სახალისო ისტორია გაახსენა.

მისი გადმოცემით, „უფროსი“ ნიაზ დიასამიძე ერთ-ერთი რესტორნის ტუალეტში ონკანის რიგში გაიჭედა. მის წინ კაცმა ხელზე იმდენჯერ წაისვა საპონი, ის ხუმრობის ხასიათზე დადგა.

ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო
„იუმორი გადაგვარჩენს...“ - ნანიკო ხაზარაძის მეუღლის ვიდეომ სოციალური ქსელი მოიცვა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულია ოთხი ადამიანი. ამ დროისათვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში 140 ადამიანი რჩება. მათგან აბასთუმანში - 26, თბილისის კლინიკა „ვივამედში“ - 34, საჩხერეში - 26, ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში - 23, ტუბერკულიოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში - 15 და გორის ჰოსპიტალში - 16 ადამიანია მოთავსებული. ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.

ყველა ახალი ამბავი
0