თბილისის 54 მიწისქვეშა გადასასვლელში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

© photo: courtesy of Tbilisi City Hallმიწისქვეშა გადასასვლელი
მიწისქვეშა გადასასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დედაქალაქის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, საქალაქო სამსახურებსა და სახელმწიფო უწყებებში.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ბოლო კვირის განმავლობაში სპეციალური ანტისეპტიკური საშუალებებით სადეზინფექციო სამუშაოები 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ჩატარდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

როგორც მან აღნიშნა, სადეზინფექციო სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ჩატარდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომელშიც შედის თბილისის მერიაც. ეს საბჭო შექმნილია კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით და მინდა მადლობა გადავუხადო მერიის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ სამუშაოების განხორციელებაშია ჩართული", – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დედაქალაქის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, საქალაქო სამსახურებსა და სახელმწიფო უწყებებში.

„აღსანიშნავია ისიც, რომ, ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2-დან 16 მარტამდე პერიოდში საბავშვო ბაღებში არდადეგები გამოცხადდა", – განაცხადა ქალაქის მერმა.

4 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი სამ ადამიანს დაუფიქსირდა – ირანიდან დაბრუნებულ ორ მამაკაცს და იტალიიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა ქალს.

კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ასევე გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინციფირებულთა რიცხვი 91 783 ადამიანს აღწევს, დაავადება 74 ქვეყანაში დაფიქსირდა, დაიღუპა 3 123 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0