ილია მეორემ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიღო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ილია მეორეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოების იმედი გამოთქვა.

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და სომხეთის დელეგაციის სხვა წევრები მიიღო, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 3 მარტს ეწვია.

საპატრიარქოში შეხვედრას მღვდელმთავრები და სამღვდელოებაც ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ილია მეორეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოების იმედი გამოთქვა.

საქართველოში ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი 4 მარტს დასრულდება.

ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
ფაშინიანმა ქართველ დედებს დღესასწაული მიულოცა

ქვეყნებს შორის მაღალი დონის ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ერევანში გაიმართა. მაშინ საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა დაამტკიცეს 2020 წელს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. მხარეები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0