პლაცენტა ვირუსისგან იცავს – ექიმი ორსულებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პანიკას

© Pixabay / Pexelsორსული
ორსული - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც მედიკოსები აცხადებენ, ახალი კორონავირუსის ორსულებში გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. დედის პლაცენტა ნაყოფს ვირუსისგან იცავს და ორსულებს პანიკის საფუძველი არა აქვთ, განაცხადა მეან–გინეკოლოგმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერინატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა მედიაცენტრ „მთავარში“.

კორონავირუსი საქართველოში: ხალხმრავალი ღონისძიებები უქმდება>>

ამასთან, მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით ორსულებში პანიკა არც შეინიშნება.

„ორსულებში არ არის პანიკა და თუ ჩვენ არ დავნერგავთ, კარგი იქნება, რადგან ამის მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ორსულთა დაბალი იმუნური სისტემისა, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. ჟორჟოლიანის თქმით, პანიკის საფუძველი ორსულებთან მიმართებით არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ორსულებისთვის რამე განსაკუთრებული რეკომენდაციები არ გაუცია.

წყალბურთი. ალექსანდრე ურუშაძე - Sputnik საქართველო
კორონავირუსის გამო წყალბურთის მატჩზე თბილისში ტრიბუნები ცარიელი იქნება

ექიმი ორსულებს ურჩევს, დაიცვან ზოგადი ჰიგიენური ნორმები და მიჰყვნენ ექიმების რჩევებს.

საქართველოში დღეის მდგომარეობით კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.

კორონავირუსთან დაკავშირებით უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავა>>

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0