საქართველოს პროფკავშირები: კარანტინში ყოფნის დღეები დასაქმებულებს უნდა აუნაზღაურდეთ

© Sputnik / STRINGERვირუსი ქალაქში
ვირუსი ქალაქში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფკავშირების განცხადებით, შემოსავლების დაკარგვის შიშით ადამიანებმა შეიძლება თავი შეიკავონ თვითიზოლაციისგან და ამით საფრთხე შეუქმნან სხვებს.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიესალმება იმ ღონისძიებებს, რომლებსაც ხელისუფლება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახორციელებს, და მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს იმ ადამიანების შრომითი უფლებები, რომლებიც კარანტინის გამო მუშაობას ვერ ახერხებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

კერძოდ, ქართულ პროფკავშირებს მიაჩნიათ, რომ კარანტინში მყოფ ადამიანებს ეს დღეები გაცდენად არ უნდა ჩაეთვალოთ და ხელფასი სრულად აუნაზღაურდეთ. 

კორონავირუსი მსოფლიოს უტევს - Sputnik საქართველო
კორონავირუსის საფრთხე: საქართველოში კარანტინზე 170 ადამიანი იმყოფება

ამასთან, ანალოგიური რეჟიმი უნდა გავრცელდეს იმ დასაქმებულ პირებზეც, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან და იძულებითი მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პროფკავშირების აზრით, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების ეფექტურ განხორციელებას, რამდენადაც შემოსავლების დაკარგვის შიშით ადამიანებმა შეიძლება თავი შეიკავონ თვითიზოლაციისგან და საფრთხე შეუქმნან არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვების ჯანმრთელობასაც.

„ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ აღრიცხვაზე აიყვანოს თვითიზოლაციაში მყოფი პირები“, – ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების განცხადებაში.

საქართველოს პროფკავშირებისადმი ადამიანების მიმართვიანობა მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული საკითხი საკმაოდ მწვავეს დგას დღის წესრიგში. შესაბამისად, უწყება მზადყოფნას გამოთქვამს სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს ყველა დასაქმებულ ადამიანს, რომელთაც სამსახურში ამ კუთხით პრობლემა შეექმნებათ.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები მზად არიან აქტიურად ითანამშრომლონ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის სტრუქტურებთან. 

პოლიცია ინფექციური საავადმყოფოს შესასვლელს იცავს - Sputnik საქართველო
ჩინელი ექიმები ქართველ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებას გაუზიარებენ

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინში 120 ადამიანი იმყოფება.

3 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსი სამ ადამიანს დაუფიქსირდა – ირანიდან დაბრუნებულ ორ მამაკაცს და იტალიიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა ქალს.

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია მუშაობის დისტანციურ მოდელზე გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0