თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის საფასურს აუნაზღაურებს

© photo: Sputnik / Aleksey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშისტუდენტები
სტუდენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსება გაიცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, თითოეული სტუდენტის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სასწავლო გრანტის ფარგლებში.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. თბილისის მერია 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს.

როგორც მერიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე. 

საქართველოში სარეიტინგო ქულების დათვლა 2015 წლიდან ხორციელდება. იმისთვის, რომ სახელმწიფომ ფინანსური დახმარება დაუნიშნოს, ოჯახმა 65 ათასამდე ქულა უნდა მიიღოს. სოციალური დახმარების თანხა სარეიტინგო ქულებზეა დამოკიდებული. საქართველოში ოჯახის თითოეულ წევრზე სოციალური დახმარება 30-დან 60 ლარამდე ფარგლებში მერყეობს. სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანასება გაიცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, თითოეული სტუდენტის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სასწავლო გრანტის ფარგლებში. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: თბილისელებს C.Т. Park-ის ჯარიმები ჩამოეწერებათ

51-70 ათასი ქულის შემთხვევაში დაფინანსების ოდენობა იქნება 50%, 71-90 ათასი ქულის შემთხვევაში – 70%, ხოლო 91-100 ათასი ქულის მქონე სტუდენტები მიიღებენ სრულ, 100%-იან დაფინანსებას.

დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან, ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით, უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშ-ფაქტურა, უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა), რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა), სამოტივაციო წერილი.

რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებმაც პირველი სემესტრი დაასრულეს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა.

ყველა ახალი ამბავი
0