Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთა თოფურია თბილისშია – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი

© Photo: Keta Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა საკუთარი შეყვარებულის ვინაობა რამდენიმე თვის წინ გაამხილა. ახლა რუსული მასმედია მის ორსულობას განიხილავს. მომღერალი მშობლიურ ქალაქს სტუმრობდა.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია, როგორც ჩანს, ცოტა ხნის წინ საქართველოს სტუმრობდა. მომღერალმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ადგილმდებარეობად თბილისი აქვს მითითებული. შემდეგ „სთორიში“ წყნეთის სახლის ფოტოც დადო და დააწერა Sweet Home. უცნობია, ვისთან ერთად იმყოფებოდა მომღერალი საქართველოში. ის საქართველოს, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ სტუმრობს.

View this post on Instagram

@bloomstbilisi 💚

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

მომღერალი ქეთა თოფურია, გარდა იმისა, რომ ნიჭიერი მუსიკოსია, ძალიან კარგი გემოვნებითაც გამოირჩევა. ჯგუფ A'Studio-ს ქართველ სოლისტს მოსკოვში, ქალაქის ცენტრში ორი ბინა აქვს. პირველი, რომელიც ამერიკაში ცხოვრების დროს ჰქონდა შეძენილი, მუქ ფერებშია გადაწყვეტილი. აღსანიშნავია, რომ ორივე საცხოვრებლის დიზაინერ-არქიტექტორი ლეილა ქავთარაძეა. მიუხედავად ამისა, სახლების დიზაინი ისე განსხვავდება, თითქოს დიზაინზე ორმა სხვადასხვა ადამიანმა იმუშავა.

View this post on Instagram

✨🪐

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სკანდალური ცხოვრებითაა ცნობილი. ამჟამად მთელი რუსეთის ყვითელი პრესა მის მესამე პარტნიორს, ბიზნესმენ ლევ დენგოვს განიხილავს, რომელთან ერთადაც ის ცხოვრობს. მომღერალს ერთი ქალიშვილი ოლივია გეიხმანი ჰყავს. პატარა გოგონას გაზრდაში ქეთას დედა ეხმარება.

ყველა ახალი ამბავი
0