გრიპის ვირუსი კვლავ გვიტევს - ბოლო მონაცემები

© Sputnik / Alex Shlamovვირუსი ქალაქში
ვირუსი ქალაქში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა და   100 ათას მოსახლეზე 145 შეადგინა

თბილისი, 2 მარტი — Sputnik.  საქართველოში ვიდრე კორონავირუსის შემთხვევებს ითვლიან, გრიპის ვირუსი აქტიურობას არ კარგავს და გასულ კვირასთან შედარებით, დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი. 

თბილისი - Sputnik საქართველო
გრიპის ვირუსის პიკის მეორე ტალღა? - საქართველოში დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ყოველ ორშაბათს აჯამებს გასული კვირის მონაცემებს და მას თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

საქართველოში დაავადების პიკი დეკემბრის ბოლოს - იანვრის დასაწყისში დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 100 ათას ადამიანზე დაინფიცირების 145 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ კვირაში ეს მაჩვენებელი 141-ს შეადგენდა. ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მოსახლეზე 450-500 ადამიანი ავადდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაინფიცირებულთა რიცხვი 131 ადამიანი იყო.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს, ბოლო მონაცემებით, ის 28%-დან 30%-მდე გაიზარდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 19%-ს შეადგენდა.

სპეციალისტები კვლავ ურჩევენ მოქალაქეებს, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, ხშირად დაიბანონ ხელები, გაანიავონ ოთახები, მშობლებს კი აძლევენ რეკომენდაციას, გრიპისა და გაციების სიმპტომებისას ბავშვები არ გაუშვან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. გარდა ამისა, სპეციალისტები მსხვილ ორგანიზაციებს, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებს მოუწოდებენ სადეზინფექციო საშუალებებისა და საპნის მომარაგებისკენ.

როგორც ადრე, საქართველოში უმეტეს შემთხვევაში ფიქსირდება B ტიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით.

ყველა ახალი ამბავი
0