Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

დიკო ჯოჯუას რეტრო-სტილი და ახალი ვარცხნილობა - ტელესახეს ეკრანს მიღმა ვერ იცნობთ

© Facebook / Diko Jojuaდიკო ჯოჯუა
დიკო ჯოჯუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლებია დიკო ჯოჯუას მოკლე ვარცნილობა ამშვენებს. ტელეწამყვანის გრძელი თმით წარმოდგენა შეუძლებელია. ახალი სტილი და მოწითალო თმა,  1930 წლების ჩიკაგოს სტილმა და ჟღალმა თმებმა ჩაანაცვლა. ნახეთ დიკო ჯოჯუას მორიგი შეუდარებელი ექსპერიმენტი

ექსტრავაგანტული და არაორდინარული ტელეწამყვანის ცხოვრება ყოველთვის აქტუალურია. ჟურნალისტი „მთავარ არხზე“ გადავიდა და არხი პოპულარობით სარგებლობს. დიკო ჯოჯუას შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები განსაკუთრებულად პოპულარულია. გოგონა დიდ ყურადღებას იქცევს. ქართველი ტელეწამყვანების ეკრანის მიღმა ცხოვრება ნებისმიერ ადამიანს აინტერესებს. არც დიკო ჯოჯუაა გამონაკლისი. ექსტრავაგანტული, მუდამ ფორმაში მყოფი ჟურნალისტი ერთ-ერთი გამორჩეული წამყვანია ქართულ მედიასივრცეში.

View this post on Instagram

A post shared by Diko Jojua (@dikosiaa) on

დიანა ჯოჯუა თანამედროვე ქართული სატელევიზიო ეთერის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ჟურნალისტია. 2006 წლიდან 2019 წლამდე ტელეარხ Rustavi 2-ზე საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ წამყვანი იყო. საზოგადოებას თავი დამახასიათებელი ხმის ტემბრითა და ამბის განსაკუთრებული გადმოცემის უნარით დაამახსოვრა. ყველას აინტერესებს დიკო ჯოჯუას პირადი ცხოვრება კამერებს მიღმა. მისი რჩეული ბიზნესმენი ნიკა რამიშვილია. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს.

View this post on Instagram

@georgekeburia 😎#Yellow #spring #sun #sunglasses

A post shared by Diko Jojua (@dikosiaa) on

დიანა ჯოჯუა გრიმისა და სუპერთანამედროვე ვარცხნილობის გარეშეც შეუდარებლად გამოიყურება. თუმცა, უახლესმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. რეტრო სტილი და 30- იანი წლების გაცოცხლებული ვარცხნილობა ჟურნალისტს ძალიან მოუხდა. სურათმა რამდენიმე დღეში 3 ათასამდე მოწონება დაიმსახურა. თავად შეაფასეთ, დიანა ჯოჯუას მორიგი ექსპერიმენტი.

ყველა ახალი ამბავი
0