Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სოფო ბედია ტორტზე შემოსვეს - ნახეთ ვიდეო

© courtesy of Sopo Bediaსოფო ბედია
სოფო ბედია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი სოფო ბედია 2018 წლის დეკემბერში მეორე შვილის დედა გახდა. ახალგაზრდა დედა სცენაზე პატარა ანდრიას დაბადებიდან რამდენიმე დღეში გავიდა, თუმცა ზედმეტი კილოგრამების სამშობიაროში დატოვება მაშინ ვერ შეძლო. ახლა სოფო მშვენიერ ფორმაშია

მომღერალმა სოფო ბედიამ მეორე ბავშვზე მშობიარობის შემდეგ საკმაოდ მოიმატა წონაში, თუმცა მომღერალმა მალევე შეძლო ფორმაში ჩადგომა. როგორც ის აღნიშნავს, ჯამში 21 კილოგრამი დაიკლო.

„როცა საკუთარი თავის იმედი გაქვს, როცა მიზანს ისახავ და სრულ შედეგს აღწევ, როცა უბრუნდები საკუთარ წონას და ეს გაბედნიერებს. და ამ ყველაფერში გეხმარება ოქროს და ბრილიანტის გოგო, ჩემი კონსულტანტი თამო ლომთაძე. დიდი მადლობა მას. მიყვარხარ“, – წერს სოფო ბედია და აქვეყნებს ფოტოებს. როგორც სოფო აღნიშნავს, მისი დაკლება ერთ-ერთი პროდუქტის დამსახურებაცაა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მომღერალი არაჩვეულებრივ ფორმაშია. სოფო ბედიას მეორე მეუღლესთან მიშა მესხთან პირველი შვილი 2018 წლის დეკემბერში შეეძინა. ბედნიერმა წყვილმა ვაჟს ანდრია დაარქვა. პირველი ქორწინებიდან სოფო ბედიას ასევე ვაჟი ჰყავს.

„ბავშვს დამოუკიდებლად ვზრდით. მიშასთვის ეს პირველი შვილია და კი ვიცოდი, კარგი მამა რომ იქნებოდა, მაგრამ ამასაც არ ველოდი. ხელიდან ვერ წაართმევ ბავშვს. აჭმევს, ღამეებს უთენებს, მალე ალბათ გამოუცვლის კიდეც. ჩემი დედამთილი გადმოვიდა ჩვენთან და ძალიან გვეხმარება ანდრიას აღზრდაში“, – ამბობს სოფო ერთ-ერთ ინტერვიუში. ცოტა ხნის წინ სოფომ ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა. სოფოს მეგობრებმა ტორტი მიუტანეს, სადაც მისი გამოსახულების თოჯინა ამშვენებს ტკბილეულს.

ყველა ახალი ამბავი
0