11:34 06 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (834)
88 0 0

რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ეძლევა თვითიზოლაციის რეკომენდაცია, კონტაქტების შეზღუდვა და საცხოვრებელ მისამართზე ყოფნა მინიმუმ 14 დღის განმავლობაში.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს ზოგადი პროფილის ექიმები, ეპიდემიოლოგები ან ექიმი ჰიგიენისტის კვალიფიკაციის მქონე პირები ახორციელებენ, ნათქვამია ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

უწყების  ცნობით, ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს რისკ-ჯგუფის ქვეყნებში (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია) ნამყოფი ყველა მგზავრის და საავტომობილო საშუალების მძღოლის თერმოსკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში მათ მიმართ მგზავრის სააღრიცხვო ბარათის შევსება ევალება.

დაწესდა გარკვეული შეზღუდვები იმ პირთა გადაადგილებაზე, რომლებიც ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ირანში. იმ შემთხვევაში, თუ პირი არის საქართველოს მოქალაქე, მას არ ეზღუდება ქვეყანაში შემოსვლა. ასეთ შემთხვევაში მგზავრი/ მძღოლი ექვემდებარება თერმოსკრინინგს. ტემპერატურის ნორმაზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში, ასეთი მოქალაქე ექვემდებარება კლინიკაში გადაყვანას, ხოლო თუ ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია, პირის მიმართ გავრცელდება სავალდებულო კარანტინი.

ამასთან, რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ეძლევა თვითიზოლაციის რეკომენდაცია, კონტაქტების შეზღუდვა და საცხოვრებელ მისამართზე ყოფნა მინიმუმ 14 დღის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში მგზავრები იქნებიან ეპიდემიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

„ქვეყანაში შემოსული მგზავრის რისკის პირველადი შეფასების შემდეგ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის საეჭვოდ მიჩნევის შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება მგზავრის იზოლაციისა და სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანის თაობაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგების მიერ ხდება მგზავრთა (მათ შორის ტრანზიტულ მგზავრთა) ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს მგზავრთან გასაუბრებას, ტემპერატურის გაზომვას, სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას.

ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე განთავსებულია ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე დამზადებული საინფორმაციო ბანერები, რომლებიც შეიცავენ რეკომენდაციებს კორონავირუსის გავრცელებისა და პრევენციის შესახებ.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (834)

მთავარი თემები