Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„გადი დაია, ჩაყოლებაზე კიდოა მაღაზიები“ – ქართველი გამყიდველი ჩინელ გოგონას არ მოემსახურა

© Sputnik / Alexander Imedashviliფეხსაცმელების ერთ-ერთი მაღაზია
ფეხსაცმელების ერთ-ერთი მაღაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებაში თანდათან სულ უფრო იმატებს კორონავირუსით დაინფიცირების შიში. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, როგორ მოექცნენ ჩინელ გოგონას.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. მწერალი და ჟურნალისტი ლუკა ბაქანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ჩინელ გოგონას არ მოემსახურა.

კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში - Sputnik საქართველო
„რისკი გაზრდილია" – გამყრელიძე კორონავირუსის საქართველოში გავრცელების შესახებ

ლუკა ბაქანიძე წერს, რომ გოგონას დანახვაზე გამყიდველი დახლს ამოეფარა.

„თუთუნს ვყიდულობ მიწისქვეშა მაღაზიაში და გაეძრო ჩინელი თუ მონღოლი გოგო (მაგარ ტანზე), მიაჭრა გამყიდველთან და რაღაცას ეკითხება რუსულად. გამყიდველი დახლს მოშორდა, სადღაც შევიდა და იქიდან ყვირის ქართულად – გადი დაია თუ ძმა ხარ, ეგე ჩაყოლებაზე კიდოა მაღაზიები. რა უნდა, რას ბაზრობსო ესა – გოგო კითხულობს და რუსულად ვუხსნი – მეთქი ტუალეტში შევიდა და მოვა. ცოტა ხანში გამყიდველი ყვირის ისევ – წავიდა თუ მანდ არის კიდე? მეთქი წავიდა. კორონა-შმორონა მინდა ახლა, სამი შვილი მყავს – თქვა მოფარებულიდან გამყიდველმა და გამოვიდა დახლში, დახვდა ჩინელი, ეგრევე ისევ სადღაც შევარდა და იქიდან მეჩხუბება – რას მიშვები ბაქანიძე, გურული მაინც არ იყო ბიჭო (ეგეც გურულია)“, – წერს ლუკა ბაქანიძე.

საქართველოში კორონავირუსის შემოღწევის რისკი მატულობს, განაცხადა დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. ამჟამად საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანას ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

დეზინფექცია კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
რეკომენდაციები კორონავირუსის წინააღმდეგ: ჯანდაცვის სამინისტრო ანიმაციურ ფილმებს აქვეყნებს

ამ დღეებში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხრა პაციენტი შეიყვანეს. აქედან ორი ირანის მოქალაქე იყო, დანარჩენები – საქართველოს. ანალიზების გაკეთების შემდეგ ისინი საავადმყოფოდან გაწერეს. მეთვალყურეობის ქვეშაა 20 წლის გოგონა, რომელიც მილანიდან ჩამოვიდა. მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა, დაუდგინდა ე.წ. „ღორის გრიპი“ და გადის შესაბამის მკურნალობას.

ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით, COVID 2019-ით მატერიკულ ჩინეთში სულ აღირიცხა დაავადების 78 064 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 29 745 ათასი კაცი, გარდაიცვალა 2 715 ადამიანი. ჩინეთის ფარგლებს გარეთ 33 ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი 2459-მდე გაიზარდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი. მათ შორის ირანში დაავადებულთა რიცხვმა 95-ს მიაღწია. აქედან 15 სასიკვდილო შედეგით დასრულდა.

კორონავირუსი ირანში - Sputnik საქართველო
რამდენჯერმე დაახველა: ირანში მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი აღმოაჩნდა

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0