Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გიორგი ვარდოსანიძე ლიზა ყენიას ტუჩებში კოცნის – ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება

© Facebook / Liza Keniaლიზა ყენია
ლიზა ყენია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიზა ყენიას პირადი ცხოვრება საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეყვარებულის ფოტოს დადებაც კი სთხოვეს. სოციალურ ქსელში ლიზას ინტიმური ვიდეო ვრცელდება.

ზურაბ ანტონოვის პიესაში „მზის დაბნელება საქართველოში“ მთავარ როლს სოფო ნიჟარაძე ასრულებდა, თუმცა მიუზიკლში ის მომღერალმა ლიზა ყენიამ ჩაანაცვლა. ლიზა ყენიამ მთავარი როლი მარტივად მოირგო და თითოეული მსახიობის მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატა. ზურაბ ანტონოვის პიესა „მზის დაბნელება საქართველოში“ საფუძვლად დაედო სპექტაკლს „შეყრა“, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრის რეპერტუარში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მომღერალი მუსკომედიის თეატრის დასის წევრი გახდა. ლიზას პატრნიორობას სპექტაკლში მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე უწევს. სოციალურ ქსელში ლიზამ ვიდეო გაავრცელა, სადაც მათი ინტიმური სცენაა ასახული. ვარდოსანიძე ლიზას კოცნის.

ლიზა ყენიას პირადი ცხოვრება საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. ცოტა ხნის წინ საზოგადოება აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ ლიზა ყენია და რეპერი „ძვალი“, იგივე აჩი ვანიშვილი ერთად არიან, რადგან ეს უკანასკნელი ბოლო დღეებია ულამაზეს ქართველ მომღერალთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქტიურად აქვეყნებს, კომენტარებში კი მეგობრები და ახლობლები წყვილს ულოცავენ და ბედნიერებას უსურვებენ. წლების წინ „ძვალმა“ მომღერალ მარიამ აბდუშელიშვილის დაზე სოფიზე იქორწინა. წყვილს ქალიშვილი შეეძინა. თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ.

A post shared by Elizabeth Frisky (@elizabethfrisky8) on

აღსანიშნავია, რომ ლიზას თაყვანისმცემლების არმია ჰყავს. რამდენიმე ხნის წინ მან ურთიერთობა თბილისელ უსიმპათიურეს ბიჭთან დაიწყო. ერთი წლის წინ ლიზა ყენია და კალათბურთელი გიორგი ბრაგვაძე ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ლიზამ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოქვეყნა წარწერით - LIFE IS REALLY BEAUTIFUL WITHOUT YOU („ცხოვრება ნამდვილად ლამაზია შენ გარეშე“).

View this post on Instagram

A post shared by Elizabeth Frisky (@elizabethfrisky8) on

ლიზა ხშირად დებდა შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, ახლა კი მის „ინსტაგრამზე“ გიორგის ყველა ფოტო წაშლილია. უცნობია, რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი. ამ ცნობილი ურთიერთობის დასრულების შემდეგ ლიზა ყენია საზოგადოებაში მარტო ჩნდება. უცნობია, დაკავებულია თუ არა მისი გული, თუმცა თაყვანისმცემლების კითხვას, ჰყავს თუ არა შეყვარებული, ლიზამ Instagram-ის „სთორიში“ საკმაოდ დამაინტრიგებელი ფოტოთი უპასუხა. სავარაუდოდ, სიმართლეს ფარდა უახლოეს მომავალში აეხდება.

View this post on Instagram

A post shared by Ch... 💗 (@omg_beauty_girls) on

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ლეგენდარული „მზიურის“ ერთ-ერთი ცნობილი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

ყველა ახალი ამბავი
0