გრიპის ვირუსი ნელა, მაგრამ უკან იხევს – ახალი სტატისტიკა

გამოწერა
სპეციალისტები კვლავ ურჩევენ მოქალაქეებს, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, ხშირად დაიბანონ ხელები, გაანიავონ ოთახები, მშობლებს კი აძლევენ რეკომენდაციას, გრიპისა და გაციების სიმპტომებისას ბავშვები არ გაუშვან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, შემცირდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

თბილისი - Sputnik საქართველო
გრიპის ვირუსის პიკის მეორე ტალღა? - საქართველოში დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ყოველ ორშაბათს აჯამებს გასული კვირის მონაცემებს და მას თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს. საქართველოში დაავადების პიკი დეკემბრის ბოლოს – იანვრის დასაწყისში დაფიქსირდა.

ბოლო კვირაში საქართველოში 100 ათას ადამიანზე დაინფიცირების 141 შემთხვევა დაფიქსირდა. წინა კვირაში ეს მაჩვენებელი 161-ს შეადგენდა. ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მოსახლეზე 450-500 ადამიანი ავადდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ინფიცირებულთა რიცხვი 100 ადამიანი იყო.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს, ბოლო მონაცემებით, ის 29%-დან 28%-მდე შემცირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 22%-ს შეადგენდა.

„გრიპთან დაკავშირებით ვითარება უკეთესობისკენ მიდის. რა თქმა უნდა, სერიოზული როლი იმაში, რომ წელს გრიპის სეზონი შედარებით მშვიდია, ითამაშა იმან, რომ ქვეყანაში დაახლოებით 130 ათას ადამიანს აცრა აქვს გაკეთებული, რაც ძალზე კარგია... იმედი მაქვს, რომ გრიპის კიდევ ერთი პიკი არ იქნება, თუმცა მედიცინაში რამის გამორიცხვა არ შეიძლება. ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ გრიპის სეზონი ქვეყანაში აპრილის ბოლომდე გრძელდება, ყველას ვთხოვ, გაითვალისწინონ ჩვენი რეკომენდაციები", – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.
ნიღბიანი ადამიანები - Sputnik საქართველო
გრიპი უკან იხევს – დაავადების შემთხვევები იკლებს

სპეციალისტები კვლავ ურჩევენ მოქალაქეებს, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, ხშირად დაიბანონ ხელები, გაანიავონ ოთახები, მშობლებს კი აძლევენ რეკომენდაციას, გრიპისა და გაციების სიმპტომებისას ბავშვები არ გაუშვან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მსხვილ ორგანიზაციებს, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებს სადეზინფექციო საშუალებებისა და საპნის მომარაგებისკენ უკვე მოუწოდა. მისი სიტყვებით, ყველა დაწესებულებას შესაბამისი რეკომენდაციების შემცველი წერილები გაეგზავნა.

როგორც ადრე, შემთხვევების 66%-ში საქართველოში B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომაც არის, რომ ჰოსპიტალიზების საშუალო მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია. დანარჩენი შემთხვევებიდან ქვეყანაში A ტიპის – H3 და H1 ვირუსებია, არის აგრეთვე რინოვირუსები.

ყველა ახალი ამბავი
0