თალაკვაძის სახლი გაქურდეს? – ნახეთ რას წერს მისი მეუღლე სოციალურ ქსელში

© Photo: Ketevan Bubuteishvili / FBქეთევან ბუბუტეიშვილი და არჩილ თალაკვაძე
ქეთევან ბუბუტეიშვილი და არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნუცუბიძის ქუჩაზე არჩილ თალაკვაძის სახლი გაქურდეს და სწორედ ამიტომ იყო გადაკეტილი კორპუსთან გზა. ნახეთ, რას წერს სოციალურ ქსელში თალაკვაძის მეუღლე.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ სახლთან პოლიციის მობილიზება მისი სახლის გაქურდვის ფაქტს უკავშირდება, სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, პიარტექნოლოგი ქეთევან ბუბუტეიშვილი პასუხობს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
კარის დაკეტვა არ დაგავიწყდეთ! - ხობში სახლი გაქურდეს

„ჩვენს სახლში მშვიდობაა. არჩილი სამსახურშია. კარგ დღეს გისურვებთ“, – წერს თალაკვაძის მეუღლე.

განმარტება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველების მობილიზება კონკრეტულად პარლამენტის თავმჯდომარესთან არაფერ შუაშია. საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი. 

„პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცველების მიერ. გამოძიება დაიწყეს თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“, – აცხადებენ შსს-ში.

გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
კრიმინალი საქართველოში: ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას სახლი გაქურდეს

არჩილ თალაკვაძის ბინა კი გასული წლის მარტში ნამდვილად გაქურდეს. გაქურდვის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 14 მარტს თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სეიფში გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა“, – განაცხადა მაშინ უწყებამ.

მაშინ სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0