საქართველოს იეზიდთა თემს წმინდა ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს ულოცავენ

© Sputnik / Levan Avlabreliიეზიდთა ცენტრი
იეზიდთა ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, ქვეყანაში 12 ათასი იეზიდი ცხოვრობს, 2015 წელს თბილისში იეზიდთა სახლი გაიხსნა.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოში მცხოვრებ ყველა იეზიდს წმინდა ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს ულოცავს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მეჩეთი - Sputnik საქართველო
ილაპარაკე ქართულად! რელიგიურ უმცირესობებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან

იეზიდთა წარმოდგენით, ხიდირნაბი ნატვრის ამსრულებელი და შეყვარებულთა შემწეა, ხიდირაილასი კი ზღვაში მოგზაურთა მფარველია.

საქართველოს მოსახლეობის ბოლო აღწერისას გრაფაში „ეროვნება" 12 ათასმა ადამიანმა მიუთითა იეზიდი, გრაფაში „რელიგია" კი იეზიდიზმი რვა ათასმა ადამიანმა აღნიშნა.

2015 წელს თბილისში იეზიდთა კულტურული და სასულიერო ცენტრი – იეზიდთა სახლი გაიხსნა. მას შემდეგ, რაც მშენებლობისთვის ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება შედგა, იეზიდთა სახლი მეცენატებისა და შემოწირულობების თანხით აშენდა.

საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2014 წელს შეიქმნა.

თავიდან სააგენტო პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში იყო. 2018 წელს კი იგი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეუერთდა.

ყველა ახალი ამბავი
0