Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნანუკა ჟორჟოლიანი მუქი ყავისფერი თმით – ტელეწამყვანი ფოტოს აქვეყნებს

გამოწერა
ნანუკას პირად ცხოვრებაზე საუბარი ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ერთ-ერთ ცნობილ რადიოშოუში ერეკლე კოდუაზე გულახდილად ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ ტელეწამყვანი შეყვარებულია. ახლა კი ტელეწამყვანმა იმიჯი რადიკალურადაც შეიცვალა.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ექსპერიმენტებს არასდროს ერიდება. მისი იმიჯი დროსთან ერთად ბევრჯერ შეიცვალა. ნანუკას ხან წითელი, ხან ყავისფერი, ხანაც ქერა თმა ჰქონდა. ამჯერად ჟურნალისტმა ისევ სილამაზის სალონს მიაშურა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს დახმარება სთხოვა. როგორც ჩანს, ტელეწამყვანი ექსპერტიმენტის ჩატარებას აპირებდა, თუმცა „სთორიზე“ ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ არჩევანი კვლავ ქერა თმაზე შეაჩერა. თუმცა ყავისფერ და ჟღალ თმაშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება.

View this post on Instagram

👚 by @datunasulikashvili #people #tv #anchor

A post shared by Nanuka Zhorzholiani (ნანუკა) (@nanukashow) on

პოპულარულმა ჟურნალისტმა „რუსთავი 2“-ის დატოვების შემდეგ ახალ „მთავარ არხზე“ გადაინაცვლა. მან „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ „მთავარ არხზე“ არ დააბრუნა და ახალი სოციალური გადაცემა „სხვა ნანუკა“ დაიწყო. ახალ არხზე გადასული ნანუკა მაყურებლის წინაშე პირდაპირ ეთერში წარდგა, რასაც ტექნიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა სირთულეები დაერთო. მიუხედავად ამისა, პირველივე ეთერის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანი არც ისე დაბალი რეიტინგით გამოირჩევა.

ნანუკა ჟორჟოლიანი სახელმწიფო ოპერატიული დაცვის დეპარტამენტის (სოდის) ყოფილ უფროსს ერეკლე კოდუას რამდენიმე წლის წინ დაშორდა. ამ უკანასკნელმა უნგრეთში უკრაინელი ცოლი ერთი წლის წინ მოიყვანა. ტელეწამყვანს ერეკლესთან ვაჟი – საბა კოდუა ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0