„შემაძრწუნებელია" – საქართველოს პრეზიდენტი ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ზომებს იღებს

© photo: Salome Zourabichvili / FBპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ქალებზე ძალადობის პრობლემების გადასაწყვეტად თათბირის ჩატარებას აპირებს.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომავალ კვირაში შეხვედრას გამართავს სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რათა დაიწყოს ბრძოლა ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საზარელი მკვლელობა სურამში: ქმარმა ცოლი ნაჯახით მოკლა>>

ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. ასეთი დანაშაულის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ქალია. ბოლო ასეთი შემთხვევა სამშაბათს მოხდა, როდესაც ქმარმა თავისი ცოლი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შენობაში მოკლა, სადაც ცოლი განქორწინების გასაფორმებლად მივიდა.

„ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ იმიტომ, რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა. სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კულტურას და საზოგადოებრივ კონსოლიდაციას... ძალადობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო, საზოგადოებრივი და, მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა და ძალისხმევა", – ნათქვამია განცხადებაში.

მხოლოდ 2020 წლის დასაწყისიდან საქართველოში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე უკვე სამი ქალი მოკლეს და კიდევ სამის მოკვლის მცდელობა იყო.

პოლიცია - Sputnik საქართველო
სამტრედიაში ქმარმა ცოლს ყელი გამოსჭრა

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, ოჯახური ძალადობისთვის 2019 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 4,6 ათასი ადამიანი. აქედან უმეტესობა დაკავებულია. სულ გამოძიება 2019 წელს დაიწყო 6 ათასზე მეტ ოჯახური ძალადობის ფაქტზე მაშინ, როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

ოჯახური ძალადობა 2014 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად არის შეტანილი. ის ამა თუ იმ საქმის განხილვისას დამამძიმებელ გარემობას წარმოადგენს. ხელისუფლებამ კანონმდებლობის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0