Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მიხეილ სააკაშვილი“ დაქორწინდა – ნახეთ ვინ არის მისი რჩეული

© Photo: Nodar Simsive / FBნოდარ სიმსივე
ნოდარ სიმსივე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომენტატორი ნოდარ სიმსივე მაყურებელს ცნობილი ფილმიდან „ჰეროკრატიიდან“ ახსოვს, სადაც ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლს თამაშობს.

„პორტუგალიური მხატვრობა დაიწყო”; „რონალდო, შენ გაქვს საკმარისზე მეტი ფანტაზია”; „ცეკვა პორტუგალიური, სცენაზე კრიშტიანუა”; „დიმა, რა ხდება შენთან? აქ საოცრება ხდება” – ეს იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ფეხბურთის გულშემატკივრებმა თუ რიგითმა მაყურებლებმა ნოდარ სიმსივისგან აიტაცეს. კომენტატორის მიერ წაყვანილი თამაშების ფრაგმენტებმა „ფეისბუქი“ და სხვა სოციალური ქსელები ვირუსულად მოიცვა.

მსახიობმა ნოდარ სიმსივემ მაყურებელს მალევე დაამახსოვრა თავი. ფეხბურთის გულშემატკივრებს ნოდარის წაყვანილი თამაშები მოსწონთ და მის მთავარ მახასიათებლებად ემოციურობას, ქარიზმასა და სიტყვაუხვობას მიიჩნევენ.

ნოდარ სიმსივეს მაყურებელი, მსახიობობასთან ერთად, სპორტული კომენტატორობით იცნობს და მისი ემოციების წყალობით არც არასდროს დაავიწყდება. ზოგისთვის ეს ხელოვნური ემოციაა, ზოგის აზრით, ის, უბრალოდ, „გიჟია“. საბედნიეროდ, მაყურებლის ძალიან დიდი ნაწილი მისდამი ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი.

მსახიობის თქმით, ბავშვობაში ძალიან არტისტული, მაგრამ საშინლად ზარმაცი იყო, სწავლა ძალიან ეზარებოდა, 90-იანების ცდუნებებისგან და ქუჩისგან თეატრალურმა წარმოდგენებმა იხსნა. თეატრალურის დამთავრების შემდეგ „რკინის თეატრში“ მუშაობდა. შემდეგ იყო ცნობილი ფილმი „ჰეროკრატია“, რომელმაც ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა. პრეზიდენტის როლში კარგად შესვლის მიზნით წონაში 30 კილოგრამის მომატებაც მოუწია.

გუშინ ნოდარ სიმსივემ „ფეისბუქის“ მომხმარებლებს საკუთარი ქორწილის შესახებ აცნობა, ფოტო გამოაქვეყნა და წააწერა „ყველაზე ბედნიერი დღე“. მისი რჩეული სალომე მურცხვალაძეა, რომელიც საკრებულოში მუშაობს. წყვილს გაბედნიერებას ათასობის ადამიანი ულოცავს.

ყველა ახალი ამბავი
0