Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეს გოგო ნელ-ნელა იხვეწება, ძალიან შეცვლილი ხარ“ – როგორ გამოიყურება თამო ვაშალომიძე

© Photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამო ვაშალომიძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელსა და ტელეეკრანებს დაუბრუნდა. მან პირველი შეუდარებელი სურათი გამოაქვეყნა და ყურადღებაც მიიპყრო. ნახეთ, როგორ შიცვალა სექსუალური და სკანდალური ფოტომოდელი...

თამო ვაშალომიძეს დეპრესია ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ ის თაყვანისმცემლების წინაშე Instagram-ის „სთორებით“ გამოჩნდა. ტელესახის განცხადებით, ყველას ცხოვრებაში დგება პერიოდი, რომლის გამო არავისთან კონტაქტი არ სურთ. მიუხედავად რთული პერიოდისა, თამო ვაშალომიძე ტელეეკრანებს დაუბრუნდა. პირველი გადაცემა, რომელსაც ის ეწვია, POSTV-ს დღის გადაცემა აღმოჩნდა, სადაც მან ძლიერ ქალებზე ისაუბრა.

View this post on Instagram

🌸

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

რამდენიმე თვეა თამო ვაშალომიძე საზოგადოებას სექსუალური ხასიათის ფოტოებს აღარ უზიარებს. ამჯერად ფანების ყურადღება არა მისმა მკერდმა, ან დაზღვეულმა უკანალმა, არამედ გაუჩინარებამ და დროებითმა პაუზამ მიიქცია. სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია. საქართველოში მისი ქაოსური ცხოვრება უამრავ ადამიანს აინტერესებს. ფოტომოდელმა ყველაფერს გულახდილად მოჰფინა ნათელი, საზოგადოებამ კი მხოლოდ ის ვერ გაარკვია, თუ ვინ არის თამოს შვილის მამა.

View this post on Instagram

♥️

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

სხვადასხვა გადაცემებში თამო აღნიშნავდა, რომ მისი პარტნიორი დაოჯახებული იყო. ამის შესახებ ფოტომოდელმა ქალიშვილზე ფეხმძიმობის პერიოდში შეიტყო. სოციალურ ქსელში კი „ფოლოვერებს“ გზავნილით მიმართა და განაცხადა, რომ ცოლიანი მამაკაცი არასდროს უნდა შეიყვარონ. უახლესი სურათებით თუ ვიმსჯელებთ, თამო ვაშალომიძე თაყვანისმცემლებს ახლა უფრო მოსწონთ. „ნამდვილად ძალიან ლამაზი ქალია“; „ეს გოგო ნელ-ნელა იხვეწება რას იტყვით?“; „ქალღმერთი ხარ!“; „ძალიან შეცვლილი ხარ... თამო, ულამაზესი ხარ!“ – წერენ თაყვანისმცემელი ქალბატონები და მამაკაცები.

ყველა ახალი ამბავი
0