Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თქვენ არ იცით რას აკეთებს ჩემთვის... ნამდვილი ჯენტლმენია!“ – თიკა ჯამბურია შეყვარებულია?

© Facebook / Tina Jamburiaთიკა ჯამბურია
თიკა ჯამბურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მომღერალის პირველი დაოჯახება განქორწინებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა ერთმანეთს ვერ გაუგო, მათ საყვარელი ქალიშვილი შეეძინათ. თიკა ჯამბურია დამაინტრიგებელ პოსტს აქვეყნებს.

ბავშვობის პერიოდში თიკა ჯამბურიამ საკუთარი ხმითა და შესრულების ნიჭით უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა. მისი ცხოვრება წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა ნაადრევმა დაოჯახებამ ბევრი რამ შეცვალა. სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლების შეკითხვებს თამამად უპასუხა და აღნიშნა, რომ 18 წლის არასდროს გათხოვდებოდა, დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს. ყველასათვის ცნობილი მომღერალი წარსულში გადადგმულ ნაბიჯს ნანობს და ამის შესახებ საჯაროდ საუბრობს.

View this post on Instagram

A post shared by Tika Jamburia (@tika_jamburia) on

ცნობილი მომღერალის პირველი მეუღლე ბექა ხოფერია იყო. მათ ერთმანეთი 7 წელი უყვარდათ. დაოჯახების შემდეგ ორი წელი ერთად ცხოვრობდნენ. მათ ქორწილს მთელი საქართველო განიხილავდა. თიკას და ბექას პატარა ნინა ჰყავთ. განქორწინება თიკას ინიციატივა იყო. მიუხედავად ყველაფრისა, თიკას დედამთილთან კარგი ურთიერთობა აქვს. ნინა ბებიას ხშირად სტუმრობს და მამასთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

ტელეეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდება, მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში, როგორც ყველა თანამედროვე ვარსკვლავი, აქტუალობას არ კარგავს. ცოტა ხნის წინ დამაინტრიგებელი სურათი გამოაქვეყნა. მის გვერდზე ჩანს, რომ მომღერალს ძაღლები ძალიან უყვარს. ამ სიყვარულს მისი ქალიშვილიც ასხივებს. ნინას და თიკას გვერდზე სხვადასხვა ჯიშის ძაღლებთან გადაღებული ფოტოები დომინირებს. ამჯერად თიკამ საკუთარ ძაღლთან გადაღებული სურათი გამოაქვეყნა. უსაყვარლეს ძაღლს მესი ჰქვია. „მესის თავისი შეყვარებული ვგონივარ. თქვენ არ იცით რეებს აკეთებს ჩემთვის... ნამდვილი ჯენტლმენია“, – წერს თიკა ჯამბურია.

ყველა ახალი ამბავი
0