საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით გურგენიძე უკვე შეხვდა უნივერსიტეტის პედაგოგებსა და სტუდენტებს და მათ უმაღლესი სასწავლებლის განვითარების საკუთარი ხედვა გაუზიარა

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი რექტორი პროფესორი დავით გურგენიძე გახდა. იგი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად 17 თებერვლიდან შეუდგა, აღნიშნულია უმაღლესის Facebook-გვერდზე.

გურგენიძე რექტორად ოთხი წლით აირჩიეს. თანამდებობაზე მან შეცვალა აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი.

ახალი რექტორი უკვე შეხვდა პროფესორებს, ლექტორებს, ფაკულტეტების დეკანებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს.

გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება და გაღრმავება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება და სხვ.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქვეყნის საკუთრება იქნება

„ჩვენი უნივერსიტეტი 100 წლის ხდება. ეს ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია და ამიტომ ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, გაფართოვდეს მისი ცნობადობა და გაიზარდოს საერთაშორისო ავტორიტეტი. რა თქმა უნდა, ამის მიღწევას აკადემიური წრეებისა და სტუდენტების დახმარებით შევძლებთ“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

რექტორის არჩევნები ტექნიკურ უნივერსიტეტში 27 იანვარს ჩატარდა. სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ დავით გურგენიძის კანდიდატურას საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორმა და სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს, რამდენიმე მათგანმა შიმშილობაც კი გამოაცხადა უმაღლესი სასწავლებლის რეფორმირების მოთხოვნით. ისინი აღშფოთებული იყვნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად არჩილ ფრანგიშვილის მესამედ არჩევის გამო.

ყველა ახალი ამბავი
0