საქართველოში პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენლობა გაიხსნა

გამოწერა
როგორც ქართულ წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, საქართველოში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა პოზიტიური ფსიქოლოგიის შესწავლაზე, ამიტომ მიმდინარე წლის მაისში სპეციალისტების მეექვსე ნაკადის მიღება იწყება.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოში პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენლობა (WAPP) გაიხსნა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრის (IDC) პრეს-სამსახურში.

ასოციაციის ქართული ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, პოზიტიური ფსიქოთერაპიის სერტიფიცირებული სპეციალისტები და სტუდენტები.

პოზიტიური ფსიქოთერაპია – თანამედროვე ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეთოდია, რომელიც 1996 წელს ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ, 2008 წელს კი ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭომ აღიარა.

ადამიანი ქვიშის საათში - Sputnik საქართველო
საუკეთესო დრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად: ფსიქოლოგიური კვლევა

პოზიტიური ფსიქოთერაპიის აღნიშნული მეთოდი 1968 წელს გერმანელმა პროფესორმა ნოსრატ პეზეშკიანმა დააფუძნა. აღნიშნულ მეთოდს 1997 წელს მიღებული აქვს გერმანული მედიცინის მთავარი „რიჩარდ–მარტინ–პრაისის" პრიზი – როგორც ყველაზე საიმედო და ხარისხიან მეთოდს. 2009 წელს პროფესორი პეზეშკიანი მედიცინასა და ფიზიოლოგიაში ნობელის პრემიაზე იქნა ნომინირებული.

პოზიტიური ფსიქოთერაპია არის მეთოდი, რომელიც, ერთი მხრივ, საკუთარ თავში მოიცავს აღმოსავლეთის ფილოსოფიურ და ინტუიციურ სიბრძნეს, მეორე მხრივ კი – დასავლეთის რაციონალურ სისტემურობასა და მეცნიერულ საფუძვლებს.

პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული კონსულტირების შესწავლას. პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ერთწლიანი კურსის გავლის შემდეგ მსმენელი ხდება ფსიქოკონსულტანტი და შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი (WAPP) გადაეცემა. საბაზისო კურსის გავლის შემდეგ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ კიდევ ერთი შესაბამისი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც გაიცემა ფსიქოთერაპევტის საერთაშორისო დიპლომი.

როგორც პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრის ქართულ წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, საქართველოში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა პოზიტიური ფსიქოლოგიის შესწავლაზე, ამიტომ მიმდინარე წლის მაისში სპეციალისტების მეექვსე ნაკადის მიღება იწყება.

ყველა ახალი ამბავი
0