ვინ იყო 28 წლის ბიჭი, რომელიც გუდაურში მოკლეს – ფოტოები სოციალური ქსელიდან

© photo: courtesy of Giorgi Khizanishviliგიორგი ხიზანიშვილის მიერ გუდაურში გადაღებული ფოტო
გიორგი ხიზანიშვილის მიერ გუდაურში გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ვრცელდება 16 თებერვალს გუდაურში მოკლული თაზო გორთამაშვილის ფოტოები, რომელიც 28 წლის იყო.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. 16 თე­ბერ­ვალს გუ­და­ურ­ში 28 წლის ბიჭი მოკ­ლეს. მოკ­ლუ­ლი თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც სამ­თო კუ­რორტის ერთ-ერთ ბარ­ში ბარ­მე­ნად მუ­შა­ობ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაპირისპირება ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და. 28 წლის გორ­თა­მაშ­ვილ­სა და მის 26 წლის მე­გო­ბარს 39 წლის მა­მა­კაც­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბე­ბი და მი­ი­მა­ლა. გორ­თა­მაშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე დაჭ­რი­ლი კი გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბია.

View this post on Instagram

A post shared by Taz (@tazo.gortamashvili) on

გუ­და­ურ­ში თაზო გორ­თა­მაშ­ვილს ბევ­რი იც­ნობ­და. ის აქ­ტი­უ­რი სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და და სნო­უ­ბორ­დზე სრი­ალ­საც ას­წავ­ლი­და კუ­რორტზე ჩა­სულ დამ­სვე­ნებ­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს, 39 წლის მა­მა­კა­ცი პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.კ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა (108 მუხ­ლი) და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის (19-109 მუხ­ლი) ბრალ­დე­ბით ცხელ კვალ­ზე გუ­და­ურ­შივე და­ა­კა­ვეს. მას 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ყველა ახალი ამბავი
0