Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როდის აღდგება თბილისიდან ჩინეთში პირდაპირი ავიაფრენები

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკში Airzena - Georgian Airways
 Airzena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხეების შემცირებაზე გააკეთებს განცხადებას, ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა აღდგება.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების შესუსტების შემდეგ აღდგება, განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ.

საქართველოს მთავრობამ 29 იანვარს 29 მარტამდე ჩინეთთან ავიამიმოსვლა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეაჩერა.

„რაც შეეხება პირდაპირი რეისების აღდგენის საკითხს, როგორც კი ვირუსთან ბრძოლის კუთხით ვითარება გაუმჯობესებისკენ წავა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხეების შემცირებაზე გააკეთებს განცხადებას. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მდგომარეობა შეფასდება და დადებითი დასკვნის შემთხვევაში სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ“, – განაცხადა კარანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
ჯანმო: კორონავირუსით შესაძლოა დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი დაავადდეს

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა. ამ დროისათვის ჩინეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1380 ადამიანს მიაღწია, ხოლო დაავადებულთა რიცხვმა 63,8 ათასს. სრულად გამოჯანმრთელდა 6723 ადამიანი. სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, ხუთშაბათს სიკვდილიანობის 121 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის 178 ათასი ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაავადებულთა რიცხვმა 505 ადამიანს მიაღწია. რაც შეეხება საქართველოს, აქ დაავადების გამოვლენის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

ყველა ახალი ამბავი
0