Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მე და დოდო კანონს ვიცავთ“ – ნანიკო ხაზარაძის ჯიშიანი კატა ღვედით მგზავრობს

© Facebook / Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანიკო ხაზარაძეს ძვირადღირებული კატა ჰყავს. ტელეწამყვანმა სფინქსის ჯიშის კატას „დოდო“ დაარქვა. ისინი ერთად მგზავრობენ. სახალისო სურათი ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ნანიკო ხაზარაძეს ცხოველები ძალიან უყვარს. მას რამდენიმე წელია სფინქსის ჯიშის კატა ჰყავს. ტელეწამყვანმა საკუთარ გვერდზე „დოდოსთან“ ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა. პოპულარული ტელეწამყვანი წერს, რომ სფინქსთან ერთად კანონს იცავს და ღვედით მგზავრობს.

რამდენიმე ხნის წინ წამყვანმა ქამელეონთან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. ქვეწარმავალი ტელეწამყვანს თავზე აზის, ნანიკო კი უშიშრად პოზირებს.

ნანიკო ინტერვიუებში ამბობს, რომ ყველაზე დიდ ბედნიერებას სახლში ყოფნა ანიჭებს. ქალიშვილი ლილუ, მისი მეუღლე და კატა – ეს არის ნანიკო ხაზარაძის იდეალური დღე.

ყველა ახალი ამბავი
0