ქუთაისი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია SOCAR Georgia Gas-ში ვარაუდობენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების სრულად აღდგენას ხვალ საღამომდე ვერ შეძლებენ, რადგან ავარიის დიდ მასშტაბზეა საუბარი.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik.  ქალაქი ქუთაისი, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორეა, ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა.

გაზქურა - Sputnik საქართველო
თბილისში რამდენიმე ათასი ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

კომპანია SOCAR Georgia Gas-ის ინფორმაციით, მიზეზი ცენტრალურ გაზგამანაწილებელ ქსელში ავარიული შეფერხება გახდა. ბუნებრივი აირი არ მიეწოდება აბონენტების 60%-ს.

„ავარიული გათიშვაა. ვმუშაობთ, რომ ნახევარ საათში საავადყოფოებს, ციხეებს და სტრატეგიულ ობიექტებს გაზი მივაწოდოთ. მერე დავიწყებთ მოსახლეობაში გაზის მიწოდების აღდგენას",-განაცხადეს კომპანიაში.

კომპანია SOCAR Georgia Gas-ში ვარაუდობენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების სრულად აღდგენას ხვალ საღამომდე ვერ შეძლებენ, რადგან ავარიის დიდ მასშტაბზეა საუბარი. კომპანიის თანამშრომლები მთელ რეგიონში არიან მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0