Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინო ქათამაძის ყველაზე ცნობილ სიმღერას ამიერიდან სმენადაქვეითებულებიც „მოისმენენ“ - ვიდეო

გამოწერა
ნინო ქათამაძის რეპერტუარში ვაჟა ტუღუშის სიმღერას „ქუჩაში ერთხელ” განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს სიმღერა ნინოს გარდა, საკუთარი ინტერპრეტაციით არაერთ ქართველ და უცხოელ მომღერალს აქვს შესრულებული

თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. ცნობილი მომღერლის ნინო ქათამაძის სიმღერას სმენადაქვეითებულებიც „მოისმენენ“. „ნიჭიერის” მონაწილეებმა კოკა მუმლაძემ და ნინო დევიძემ კი სიმღერა ჟესტების ენაზე წარმოადგინეს და სულ სხვა დატვირთვა შესძინეს.

ნინო ქათამაძის რეპერტუარში ვაჟა ტუღუშის სიმღერას „ქუჩაში ერთხელ” განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს სიმღერა ნინოს გარდა, საკუთარი ინტერპრეტაციით არაერთ ქართველ და უცხოელ მომღერალს აქვს შესრულებული.

ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
ნინო ქათამაძეს, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციაში შესვლა შეეზღუდოს

ნინო ქათამაძე წარმოშობით ქობულეთიდანაა. სცენაზე დგას ოთხი წლის ასაკიდან. 1990 წელს ჩააბარა ბათუმის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალის ფაკულტეტზე და მაშინვე გამოვიდა სამოყვარულო სცენაზე. პროფესიული კარიერა დაიწყო ჯგუფ „ინსაიდთან“ (Insight) ერთად 1999 წელს.

მომღერალი ჯაზის, ბლუზისა და world music-ის სინთეზური მუსიკის შემსრულებელია. პოპულარობა მალევე მოიპოვა როგორც პოსტსაბჭოურ სივრცეში, ისე მთელ მსოფლიოში. ქათამაძის მუსიკა არაერთ რუსულ კინოფილმში ჟღერს. ნინო ქათამაძე აქტიურად მონაწილეობს მუსიკალურ ფესტივალებში საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.

ქათამაძის ალბომებმა Black, White, Red, Yellow, Blue, Green მას უზარმაზარი პოპულარობა მოუტანა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ყველა ახალი ამბავი
0