მაღალმთიანი აჭარის ექვს საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

© Sputnik / STRINGERდიდთოვლობა აჭარაში
დიდთოვლობა აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალმთიან აჭარაში ამ დროისთვის თოვლის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს. სინოპტიკოსების ვარაუდით, აჭარაში დღესაც ინტესიური თოვაა მოსალოდნელი.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტის ექვს საბავშვო ბაღში მესამე დღეა სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები მზად არიან აღსაზრდელების მიღებისთვის, ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო მშობლები თავს იკავებენ შვილების საბავშვო ბაღში მიყვანაზე, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტს ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.

თოვლი აჭარაში - Sputnik საქართველო
დიდთოვლობა აჭარაში: რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა

ძლიერი ყინვების გამო სოფლის შიდა გზებზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი. შეფერხებებით მუშაობს სასკოლო მიკროავტობუსიც. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცხრა ერთეული ტექნიკა სოფლის შიდა გზების გაწმენდით სამუშაოებშია ჩართული.

„ქედაში სულ 15 საბავშვო ბაღია, აქედან ექვსში ბავშვები არ მიიყვანეს. ახლა ქედაში მინუს ექვსი გრადუსია, მშობლები თავს იკავებენ ასეთ ამინდში ბავშვების ბაღში მიყვანაზე. ისე კი ყველა საბავშვო ბაღი მზადაა ბავშვების მისაღებად. რაც შეეხება სკოლებს, ქედაში 27 საჯარო სკოლაა და ისინი შეუფერხებლად მუშაობენ", - განაცხადეს ქედის რაიონულ ადმინისტრაციაში.

აჭარაში თოვლი კვირას, 9 თებერვალს მოვიდა. ორშაბათს შუახევის სამ საჯარო სკოლაში და ქედის ორ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა, მიზეზი ბავშვების გამოუცხადებლობა გახდა.

ინტენსიურმა თოვამ მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა - ყინვისა და თოვლის მაღალი საფარის გამო გადაადგილება გართულებულია სოფლების შიდა გზებზე. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია,

შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებენ. მაღალმთიან აჭარაში ამ დროისთვის თოვლის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს.

ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები.

სინოპტიკოსების ვარაუდით, აჭარაში დღესაც ინტესიური თოვაა მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0