Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ცოლიანი კაცი არ უნდა გიყვარდეს...“ – თამო ვაშალომიძის სკანდალური რჩევა თაყვანისმცემელს

© Photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილია, რომ თამო ვაშალომიძე ურთიერთობაში ცოლიან მამაკაცთან იმყოფებოდა. სწორედ მისგან გააჩინა პატარა სოფია. ფოტომოდელის თქმით, ურთიერთობის დანგრევის შემდეგ გაიგო, რომ მამაკაცს ცოლი ჰყავდა. რა რჩევას აძლევს „ფოლოვერს“ სკანდალური ფოტომოდელი?

ყველასათვის ცნობილი თამო ვაშალომიძე საზოგადოების გაოცებას ან გაღიზიანებას არ წყვეტს. ფოტომოდელმა სხვადასხვა ხერხით ბევრი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. ცნობილი სახე ურთიერთსაპირისპირო განცხადებებსა და რჩევებს ავრცელებს. როგორც ჩანს, თამო ვაშალომიძე დეპრესიაში. ეპატაჟური ფოტომოდელი ტელეეკრანებსა და სოციალურ ქსელში აღარ ჩანს. ახალი წლის შემდეგ ვაშალომიძე მეტ-ნაკლებად გააქტიურდა და საკუთარ გვერდზე კითხვა-პასუხის რეჟიმი გაააქტიურა. სექსუალურ ქალბატონს უამრავი კითხვა დაუსვეს. მათ შორის აღმოჩნდა კითხვები მის პირად ცხოვრებაზე, ურთიერთობებსა და კარიერაზე.

Посмотреть эту публикацию в Instagram

♥️Dress @brandsshopofficial Photo @georgevandekamp Make Up @olikospirina

Публикация от Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze)

იმის გათვალისწინებით, რომ სკანდალური ტელესახე ეკრანებზე აღარ ჩანს, თაყვანისმცემლებმა იეჭვეს, რომ ის კარიერას დაემშვიდობა. დეპრესიის დასაღწევად, როგორც ჩანს, თამო ვაშალომიძე საკუთარ თავზე აქტიურად მუშაობს. მან "ფოლოვერებისთვის" ცალკე ვიდეო ჩაწერა, რომელშიც გარკვევით ჰყვება საკუთარი პრობლემის შესახებ. მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც არავინ და არაფერი არ უნდა. სწორედ ასეთი განწყობა აქვს ფოტომოდელს და ეს რამდენიმე თვეა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ცოლიან მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა, მან დაინტერესებულ „ფოლოვერს" გულწრფელად უპასუხა და მორიგი ხმაურიანი განცხადება გამოუვიდა. თამოს პასუხით ირკვევა, რომ ის ცოლიან კაცთან ურთიერთობას ნანობს.

„რა უნდა ქნა, როდესაც ცოლიანი კაცი გიყვარს და მისი ცოლი გეზიზღება?" – ეკითხება ფოტომოდელს „ფოლოვერი“. თამო ვაშალომიძის თქმით, ცოლიანი კაცი არ უნდა გიყვარდეს. ეპატაჟური, თამამი, სკანდალური და ამავდროულად საინტერესო ცხოვრებით გამორჩეული თამო ვაშალომიძე ეროტიკული ხასიათის ფოტოსესიებს არ წყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მისგან აღარაფერი უკვირს, მაინც არიან ადამიანები, რომლებსაც მისი ცხოვრება აოცებთ. ამაზე თამოს სოციალური ქსელების ხელმომწერების სიმრავლეც მეტყველებს – 104 ათასამდე ხელმომწერი. თამოს ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა არ იკლებს, რადგან ის გამოირჩევა გულახდილი პასუხებით.

ყველა ახალი ამბავი
0